“ბირთვული ჩემოდანი”
“ბირთვული ჩემოდანი” – წარმოადგენს სპეციალურ ჩემოდანს,რომელშიც განთავსებული მოწყობილობები და ინფორმაცია უზრუნველყოფს ბირთვული არსენალის მქონე ქვეყნის მეთაურის უსწრაფეს შესაძლებლობას გასცეს ავადსახსენებელი ბირთვული იარაღის გამოყენების ბრძანება. (ავტორი გენია.ჯი) როგორც ცნობილია, პირველი “ბირთვული ჩემოდანი” ამერიკის შეერთებულ შტატებში ქვეყნის 34-ე პრეზიდენტის – დუაიტ დევიდ ეიზენჰაუერის მმართველობის წლებში (1953-1961 წლები) შექმნეს სპეციალისტებმა.თუმცა ისეთი თანამედროვე სახე,როგორიც დღეს გააჩნია,”ბირთვულმა ჩემოდანმა” – “ცივი ომის” პერიოდში მომხდარი მოვლენის – “კარიბის კრიზისის” დროს მიიღო.იმ ჩანთას,რომელიც ამერიკული “ბირთვული ჩემოდნის” წინამორბედი იყო,თავდაპირველად ბეისბოლის ბურთის ფორმა ჰქონდა,რის გამოც მას “ბირთვული ბურთი” უწოდეს.”ცივი ომის” დროს აშშ-ის პრეზიდენტის – ჯონ ფიცჯერალდ კენედის სურვილი იყო,რომ ესოდენ სახიფათო პოლიტიკური მოვლენებისას პირადი კონტროლის ქვეშ მოექცია ქვეყნის სრული ბირთვული არსენალი.იგი შიშობდა,რომ რომელიმე სახელმწიფო მაღალჩინოსნის “ცხელ თავს” მის გარეშე არ გაეცა ბირთვული იარაღის გამოყენების სანქცია.გარდა ამისა,”ბირთვული ჩემოდანი” კენედის შესაძლებლობას აძლევდა ისე გამოეყენებინა კაცობრიობის გამანადგურებელი იარაღი,რომ საკომანდო პუნქტში არც კი გამოცხადებულიყო.მალევე ტიტანის ყუთში ჩასმული 11 კილოგრამის მქონე “ბირთვული ჩემოდანი” არა მხოლოდ პორტატული პულტი გახდა თავდაცვის სისტემის აქტივაზიციისა,არამედ იგი იქცა ძალაუფლების ერთგვარ სიმბოლოდაც.
რამდენიმე წყაროს მტკიცებით,აშშ-ი 2000 წლის 11 სექტემბერს განხორციელებული საზარელი ტერაქტის შემდეგ ქვეყნის აღელვებულმა პრეზიდენტმა – ჯორჯ ბუშმა,რომელიც საპრეზიდენტო თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა,”ბირთვული ჩემოდანი” გახსნა და მასში განთავსებულ 30 გვერდიან ინსტრუქციას დაწვრილებით გაეცნო.საბედნიეროდ,მან ეს ამაზრზენი იარაღი არ გამოიყენა.აშშ-ის რიგით 39-ე პრეზიდენტი – ჯიმი კარტერი ბირთვული იარაღის გამოსაყენებელ კოდს თავისივე პიჯაკში ინახავდა,ხოლო რონალდ რეიგანს კი კოდი საკუთარ ბლოკნოტში ჰქონდა ჩაწერილი.
საინტერესოა ის გარემოება,რომ კრემლის თავზე მხოლოდ მას შემდეგ ჩამოხსნეს საბჭოთა კავშირის წითელი დროშა და აღიმართა რუსეთის ფედერაციის დროშა,როდესაც 1991 წლის 25 დეკემბრის 19 : 38 წუთზე საბჭოთა გენსეკმა – მიხეილ გორბაჩოვმა “ბირთვული ჩემოდანი” გადასცა პრეზიდენტ – ბორის ელცინს.ცნობისათვის,პირველი “ბირთვული ჩემოდანი” (სხვათა შორის მას ეს სახელწოდება პირველად საბჭოთა ჟურნალისტებმა მიანიჭეს) საბჭოთა კავშირში – ლეონიდ ბრეჟნევის მმართველობისას (1964-1982 წლები) გამოჩნდა.
ნიშანდობლივია ის გარემოება,რომ რუსეთმა თავისი “ბირთვული ჩემოდანი” 1995 წლის 25 იანვარს მას შემდეგ გაააქტიურა,რაც ნორვეგიამ უზარმაზარი მეტეოროლოგიური რაკეტა,სახელწოდებით – “Blahc Brant XII” გაუშვა,რომელიც რუსებს ამერიკულ ბალისტიკურ რაკეტაში – “ტრიადენტში” შეეშალათ.საბედნიეროდ,ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.
დღესდღეობით,სათანადო დაცვით აღჭურვილი “ბირთვული ჩემოდნით” სარგებლობენ აშშ-ის,რუსეთის,ინდოეთის,საფრანგეთის,დიდი ბრიტანეთის,პაკისტანის,ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის პირველი პირები. – (ავტორი გენია.ჯი)