ამონარიდები სუნ ძის ძველი ჩინური სამხედრო ტრაქტატიდან – „ომის ხელოვნება”
„ომი – ეს არის დიდი საქმე სახელმწიფოსათვის, ეს არის სიცოცხლისა და სიკვდილის საფუძველი, ეს არის გზა არსებობისა და გზა დაღუპვის. ეს უნდა გავაცნობიეროთ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ომი არის მოტყუების გზა. ამგვარად, თუ ძლიერი ხარ, მოწინააღმდეგეს უძლურება აჩვენე. როდესაც ლაშქარს მოქმედებისთვის ამზადებ, უღონოდ მოაჩვენე თავი. როდესაც იქნებ შენ ხარ ახლოს, – მოაჩვენე, თითქოს შორს ხარ; იქნებ შენ ხარ შორს, – მოაჩვენე, თითქოს ახლოს ხარ”.
* * *
„ას ბრძოლაში ასი გამარჯვების მოპოვება ღირსების მწვერვალი როდია. მტრის ლაშქარზე ბრძოლის გარეშე გამარჯვება – აი, რა არის დიდების მწვერვალი”.
* * *
„ზოგადად, სამხედრო ძალის გამოყენების წესი შემდეგია: თუ შენი ძალები ათჯერ აჭარბებს მტრისას, ალყა შემოარტყი მას; თუ ხუთჯერ აჭარბებს, თავს დაესხი; თუ მხოლოდ ორჯერ აჭარბებს, მაშინ ძალები გაყავი; თუ თანაბარი ძალები გყავთ, შეგიძლია ბრძოლაში გამოიწვიო; თუ უფრო ცოტა, შეგიძლია ეშმაკობით აჯობო მტერს; თუ მისი ძალები ბევრად აჭარბებს შენსას, შეგიძლია თავი აარიდო მასთან შეხვედრას. მცირე ძალების პატრონი მოწინააღმდეგე, რომელიც მოუქნელად და ჯიუტად იბრძვის, უფრო დიდი მოწინააღმდეგის მსხვერპლი გახდება”.
* * *
„გაიმარჯვებს ის, ვინც იცის, როდის შეუძლია ბრძოლა და როდის – არა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„უძლეველობის მიღწევის გზა შენშია; დამარცხების გზა – მტერში”.
* * *
„იმისთვის, რომ მტერი აიძულო, თავისი ნებით მოვიდეს შენთან, რაიმე სარგებელი უნდა დაანახო. იმისთვის, რომ მტერს გადააფიქრებინო შენთან მოსვლა, ზიანი უნდა უჩვენო”.
* * *
„მოუწესრიგებელს მოწესრიგებული დაელოდე, მოუსვენარს – მოსვენებული. ეს არის გონივრული გზა მტრის დახვედრისა”.
* * *
„სამხედრო საქმის სტრატეგია შემდეგია: იმის იმედად კი ნუ იქნები, რომ მტერი არ მოდის, იმას დაეყრდენი, რომ თავად გქონდეს მისი დახვედრის საშუალება. იმის იმედად კი ნუ იქნები, რომ მტერი თავს არ დაგესხმის, იმას დაეყრდენი, რომ თავად შეიქმნა თავდასხმისაგან დაცული მდგომარეობა”.
* * *
„არსებობს მმართველის ისეთი ბრძანებები, რომელიც არ უნდა შეასრულო”. – (ავტორი გენია.ჯი)