T13 Beano – “ეპიზოდი”
T13 Beano – წარმოადგენდა ამერიკის შეერთებული შტატების “სტრატეგიული მართვის სამსახურის” მიერ მეორე მსოფლიო ომის დასასრულს შემუშავებულ ექსპერიმენტალურ ხელყუმბარას,რომელთაც რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,ამერიკული ფოტოტექნიკის მწარმოებელი კომპანია – Eastman Kodak-ი აწარმოებდა. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული ხელყუმბარის კონცეფცია მდგომარეობდა იმაში,რომ მისი წონა ბეისბოლის ბურთის მასასთან ყოფილიყო მიახლოვებული (12 უნცია,ანუ – 340 გრამი).როგორც ცნობილია,ამერიკაში ბეისბოლი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტული სახეობაა და შესაბამისად, T13 Beano-ის გამომგონებლებმაც სწორედ ეს გათვალეს.სპეციალისტებმა ივარაუდეს,რომ ამერიკელი ჯარისკაცების უდიდეს ნაწილს ბეისბოლი ბავშვობაში მაინც ექნებოდა ნათამაშევი.ეს კი მათ საშუალებას მისცემდა ყოველგვარი სპეციალური წვრთნების გავლის გარეშე (რაც თავის მხრივ დიდ დროს მოითხოვდა) დაუფლებოდნენ ბეისბოლის ბურთის მასის მქონე - T13 Beano-ს ხელყუმბარის ტყორცნას მოწინააღმდეგის მიმართულებით.
P.S. ცნობისათვის,მაერიკულმა არმიამ - T13 Beano-S სახის ხელყუმბარები მასიურად და მეტად ეფექტურადაც გამოიყენა ნორმანდიის ოპერაციის მიმდინარეობისას (1994 წლის 6 ივნისიდან – 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდებში),რის შემდეგაც მათი დარჩენილი ნაწილი განადგურებას დაექვემდებარა.დღესდღეობით აღნიშნული ხელყუმბარის რამოდენიმე ეგზემპლარის ხილვა აშშ-ი განთავსებულ რამდენიმე სამხედრო მუზეუმშია შესაძლებელი.(ავტორი გენია.ჯი)