ლეანტოფორა – (ანტიკური ხანის უდიდესი ხომალდი)
ანტიკურ ხანაში შავი ზღვის აკვატორიაში უამრავი ისეთი ხომალდი დაცურავდა,რომლებიც თანამედროვე ხომალდებზე რამდენჯერმე დიდიც კი იყო. ძვ.წ.აღ-ით III საუკუნეში ძველ ბერძნულ კოლონიაში – ჰერაკლიუმში განთავსებული გახლდათ ბერძენთა საკმაოდ ძლიერი სამხედრო-საზღვაო ფლოტი; ასევე უძლიერესი სმახერდო-საზღვაო ფლოტი გააჩნდა ბოსფორის სახელმწიფოსაც (ანტიკური მონათმფლობელური სახელმწიფო ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში),რომლის შემადგენლობაში დაახლოებით 400 ხომალდი ირიცხებოდა; თავისი ფლოტი გააჩნდა – სკვითებს; გუთები კი ზღვებში მთელი არმადით გადიოდნენ.შესაბამისად,ანტიკურ ხანაში ზღვაოსნობა არც თუ ისე ურიგოდ იყო განვითარებული. (ავტორი გენია.ჯი) საყურადღებოა ის გარემოება,რომ უძველესი ეპოქის ხომალდები თავისი მოცულობებით,არაფრით ჩამოუვარდებოდნენ XVIII საუკუნის ხომალდებს, და ბევრ მათგანს აღემატებოდნენ კიდეც.ძირითადად,ანტიკურ ხანაში – ტრირემას კლასის ხომალდები იყო გავრცელებული ( სამხედრო ხომალდების კლასი,რომლებსაც იყენებდნენ ხმელთაშუაზღვისპირეთის ანტიკური ცივილიზაციები),რომელთა წყალწვა 300 ტონას უახლოვდებოდა.ასეთი მოცულობის მქონე ხომალდები 100 ტონა წყალწვით აღემატებოდა ქრისტეფორე კოლუმბის საფლაგმანო ხომალდს – “სანტა-მარია”-ს,რომლითაც ამერიკის კონტინენტი აღმოაჩინა.თუმცა,ვერც ერთი ანტიკური პერიოდის ხომალდი ვერ შეედრებოდა სიდიდით ჰერაკლიუმში მოდრეიფე ძველ ბერძნულ ხომალდს,რომლის სახელწოდებაც გახლდათ – “ლეანტოფორა”. (ავტორი გენია.ჯი)
ხომალდს,რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს 1600 მენიჩბე მართავდა,რომლებიც თავის მხრივ რვა რიგის სიმაღლეზე იყვნენ განთავსებული.ტრიუმში კი 1200 ჯარისკაცი თავსდებოდა.სწორედ ამიტომ უწოდეს “ლეანტოფორას” – “ანტიკური ხანის – ტიტანიკი”.იგი დიდი ხნის მანძილზე მიიჩნეოდა ბერძნული სამხედრო-საზღვაო ფლოტის უძლეველობის სიმბოლოდ.სამწუხაროდ,აღნიშნული ხომალდის შესახებ ინფორმაცია მეტად მწირია,თუმცა ცნობილია,რომ გემბანის ცხვირზე ლომის სახიანი უზარმაზარი ქანდაკება იყო დამონტაჟებული.ვარაუდობენ,რომ ხომალდმა თავისი სახელწოდება – “ლეანტოფორა” (შესაძლოა იგი ითარგმნოს,როგორც – “ლომის იმიჯის მატარებელი”) ლომის ქანდაკების გამო მიიღო.ისტორიკოსთა ცნობის თანახმად,ანტიკური ხანის უდიდესი ხომალდი ბარბაროსების მუხანათურ ქმედებას შეეწირა.”ლეანტოფორას” განადგურებას არა მხოლოდ დიდი რეზონანსი მოჰყვა ათენში (ელინიზმის ეპოქის დასასრულთან გააიგივეს),არამედ ხელისუფლების უდიდესი განრისხების მიზეზიც იქცა.ერთ-ერთი ვერსიით,კატასტროფას გადარჩენილი მეზღვაურები სწორედ ამის გამო შეწირეს მსხვერპლად. (ავტორი გენია.ჯი)