ფრანც ჰელმის “ორიგინალური სამხედრო მეთოდი”
ისევე,როგორც თანამედროვე ეპოქაში,სამხედრო სტრატეგიებს უძველესი ეპოქებიდანვე უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა.შესაბამისად,მრავალი სამხედრო თეორიტიკოსის მიერ საუკუნეების განმავლობაში იწერებოდა სხვადასხვა სახის ორიგინალური სახის მქონე სამხედრო ტრაქტატები.ერთ-ერთი იმათგანი,ვინც მუდმივად ცდილობდა სამხედრო სტრატეგიის შემუშავება-დახვეწას,გახლდათ ქალაქ კიოლნში მაცხოვრებელი გერმანელი არტილერიის ექსპერტი და გამომგონებელი – ფრანც ჰელმი.როგორც ცნობილია, XVI საუკუნის ქალაქები,იმისათვის,რომ მტრისაგან თავი დაეცვათ გამაგრებული გახლდათ მაღალი გალავნებითა და ღრმა წყლით სავსე არხებით.შესაბამისად,მათი აღება დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული.გერმანელმა ექსპერტმა ჰელმმა,თავისი ქვეყნის ხელისუფლებას ერთობ ინოვაციური სამხედრო სტრატეგიული მეთოდი წარუდგინა,რომლის თანახმადაც დენთისაგან დამზადებული ბომბები კატებისა და სხვადასხვა სახეობის ფრინველების სხეულებზე უნდა დაემაგრებინათ. (ავტორი გენია.ჯი) ბომბებზე განთავსებული ფითილებისათვის კი მოეკიდებინათ ცეცხლი და ფრინველები და კატები ასე გაეშვათ თავიანთი ქალაქებისაკენ.ექსპერტის ვარაუდით,ფითილცეცხლწაკიდებული ბომბებით აღჭურვილები,ასეთ შემთხვევაში საშინელ მდგომარეობაში ჩავარდებოდნენ,რაც ფრინველებს ასაღებ ქალაქში განთავსებული თავიანთი ბუდეებისაკენ აიძულებდა გაფრენას,ხოლო კატებს კი,ასევე ქალაქში განთავსებული თავიანთი სახლებისაკენ აიძულებდა გაქცევას.ასეთ შემთხვევებში,ასაღები ქალაქის ტერიტორიაზე განხორციელდებოდა აფეთქებები,რაც მათ დამცველებს დიდ ფსიქოლოგიურ დარტმასა და ცოცხალი ძალის დანაკლის მოუტანდა.
გერმანელი ექსპერტისა და გამომგონებლის – ფრანც ჰელმის ორიგინალურმა იდეამ,მართლაც მოიპოვა ხელისუფლების მხარდაჭერა,თუმცა იმისათვის,რომ იგი პრაქტიკაში დაენერგათ,აუცილებელი გახლდათ გარკვეული ცდების ჩატარება.საველე პირობებში ჩატარებულმა მრავალმა ცდამ,ჰელმის-და სამწუხაროდ იმ შედეგის მინიმალური მაჩვენებელიც კი ვერ აჩვენა,რაც მას წარმოდგენაში ჰქონდა,რადგან ფრინველებმა ბომბების სიმძიმის გამო ფრენა საერთოდ ვერ შეძლეს,ხოლო ფითილცეცხლმოკიდებული ბომბებისაგან დამფრთხალი კატებისათვის კი სულ ერთი იყო,რომელი მიმართულებით გაიქცეოდნენ.ერთ-ერთი ასეთი ცდისას,”კამიკაძე” კატა თავად ცდის ჩამტარებელთა ბანაკში შეიჭრა და აფეთქების შედეგად წარმოქმნილმა ხანძარმა,სრულიად გადაწვა იქაურობა.ამის შემდეგ,ფრანც ჰელმის ცდები შეჩერებული იქნა და საბოლოოდ დავიწყებასაც მიეცა. (ავტორი გენია.ჯი)