“პოტსდამელი გოლიათები”
პრუსიის მეფე ჰოენცოლერნების დინასტიიდან და ბრანდებურგის კურფიურსტი – ფრიდრიხ ვილჰელმ I (1688-1740 წლები),რომელსაც ზედსახელად – “ჯარისკაცთა მეფეს” უწოდებდნენ,მთელი თავისი 27 წლიანი მმართველობის განმავლობაში ცდილობდა ჩამოეყალიბებინა განსაკუთრებული და ელიტური სამხედრო ქვედანაყოფი (პირადი გვარდია). (ავტორი გენია.ჯი) მისი იდეა მდგომარეობდა იმაში,რომ აღნიშნული ელიტური ქვედანაყოფი ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო და საჩვენებელი გამხდარიყო სხვა ევროპული არმიების ქვედანაყოფებს შორის. XVIII საუკუნის დასაწყისში ფრიდრიხმა მთელი ევროპის მასშტაბით დაიწყო ისეთი ადამიანების მოძიება (მათ შორის უბრალო მოქალაქეების),რომელთა სიმაღლე არა ნაკლებ 2 მეტრს შეადგენდა.საკუთარი იდეის განხორციელებისათვის კი პრუსიის მეფე არანაირ ფინანსების გამოყოფაზე არ იხევდა უკან.საინტერესოა ის გარემოება,რომ მისივე ბრძანებით,პრუსიელმა დიპლომატებდა დაიწყეს სხვადასხვა ქვეყნების ევროპულ არმიებში მომსახურე ისეთი ჯარისკაცების გადაბირება თავიანთი ელიტური ქვედანაყოფისათვის,რომლებიც ერთობ მაღალი სიმაღლით გამოირჩეოდნენ.რამდენიმე ხანში,პრუსიის მეფის ოცნება ახდა.მან ჩამოაყალიბა უზარმაზარი სიმაღლის მქონე 2 400 ჯარისკაცისაგან დაკომპლექტებული ელიტური ქვედანაყოფი,სახელწოდებით – “პოტსდამელი გოლიათები”. (ავტორი გენია.ჯი) თითოეული ჯარისკაცის სიმაღლე საშუალოდ 2 მეტრს შეადგენდა,თუმცა რამდენიმე მათგანის სიმაღლე 2,5 მეტრსაც კი აღწევდა.საინტერესოა ის გარემოება,რომ პრუსიის მეფეს აღნიშნული პირადი გვარდიისათვის,რუსეთის იმპერატორმა პეტრე I-მა 55 რჩეული ჯარისკაცი გაუგზავნა “საჩუქრად”.აღფრთოვანებულმა ფრიდრიხმა კი საპასუხოდ,პეტრე I-ს საყოველთაოდ სახელგანთქმული და უნიკალური სახელოვნებო ოსტატობით დამზადებული – “ქარვის ოთახი” უსახსოვრა.იმისათვის,რომ გოლიათებს შთამომავლები დარჩენოდათ და ისინიც პრუსიის მეფეების სამსახურში ჩამდგარიყვნენ,ყველაზე მაღალი რანგის ოფიცრებს უფლება დართეს დაოჯახებულიყვნენ.მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ისეთ ქალებზე,რომლებიც მათზე არანაკლები სიმაღლის მქონენი იქნებოდნენ.ფრიდრიხს იმდენად უყვარდა თავისი პირადი გვარდია – “პოტსდამელი გოლიათები”,რომ მათ ნებას რთავდა საკუთარი სასახლის დარბაზებშიც კი მწყობრი მარშირებთ ეარათ.თავად კი ამ სანახაობით დიდი სიამოვნებას იღებდა.
1740 წლის 31 მაისს პრუსიის მეფე – ფრიდრიხ ვილჰელმ I, გერმანიის ქალაქ პოტსდამში გარდაიცვალა.მისმა მემკვიდრემ (ვაჟმა) პრუსიის სამეფო ტახტზე – ფრიდრიხ II დიდმა მამის მიერ შექმნილი და მისი უსაყვარლესი ელიტური ქვედანაყოფის რეფორმირება დაიწყო.იგი ფიქრობდა,რომ მათზე უზარმაზარი თანხების დახარჯვა სრული უტოპია გახლდათ,რის გამოც ჯერ ბიუჯეტი შეუმცირა,ხოლო შემდგომ კი საერთოდ გააუქმა.საბოლოო ჯამში – “პოტსდამელმა გოლიათებმა” ისე დაასრულეს თავიანთი სამხედრო სამსახური,რომ არც ერთ ბრძოლაში მონაწილეობა არ მიუღიათ. (ავტორი გენია.ჯი)
ფრიდრიხ ვილჰელმ I
ფრიდრი II დიდი