“ტანკსაწინააღმდეგო ზღარბი” – (ეპიზოდი)
“ტანკსაწინააღმდეგო ზღარბის” კონსტრუქცია თავდაპირველად შემუშავებული იქნა ჩეხოსლოვაკიის სოციალისტურ რესპუბლიკაში და მას – “ჩეხური ზღარბი” ეწოდა.თუმცა,აღნიშნული კონსტრუქცია რკინა-ბეტონისაგან მზადდებოდა და გარდა იმისა,რომ თითოეული “ზღარბის” დამზადებას საკმაოდ დიდი დრო და საშუალებები სჭირდებოდა,მისი მოქმედების პრინციპი არც თუ ისე სახარბიელო შედეგების მომტანიც გახლდათ.მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას,საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალებისათვის ჩეხების მიერ გამოგონებულმა “ჩეხურმა ზღარბებმა” ძალიან დიდი დანიშნულება შეიძინა.თუმცა,აუცილებელი გახლდათ მათი სათანადოდ დახვეწა და თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოება. (ავტორი გენია.ჯი) ახალი პრინციპი ასეთი უმნიშვნელოვანესი სამხედრო დანიშნულების მქონე ტანკსაწინააღმდეგო საშუალებისა 1941 წელს შემუშავებული იქნა საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ტექნიკური ჯარების გენერალ-მაიორის – მიხეილ გორეკერის (1895-1955 წლები) მიერ.მისი ეფექტურობა იმდენად მაღალი იყო,რომ მთავრობამ 1941 წლის 3 ივლისს ოფიციალურად მიიღო იგი შეიარაღებაში.ჩეხური ანალოგისაგან განსხვავებით,გორეკერის მიერ შექმნილი ექვს კონუსიანი “ტანკსაწინააღმდეგო ზღარბი” მზადდებოდა მხოლოდ და მხოლოდ ფოლადისაგან და ერთ ადგილასაც არ იყო ჩაბეტონებული.ავტორმა,თავის ინოვაციურ გამოგონებას სახელად – “ექვსქიმიანი ვარსკვლავი” უწოდა და მათ უდიდესი როლი შეასრულეს მოსკოვის,კიევის,ოდესის,ლენინგრადის,სევასტოპოლისა და სხვა უამრავი ქალაქის დაცვაში.გარდა ამისა,გორეკერის მიერ შექმნილი მეტად ეფექტური “ტანკსაწინააღმდეგო ზღარბები” გამოყენებული იქნა ნორმანდიის დაცვის ოპერაციის დროს.საინტერესო და ნიშანდობლივია ის გარემოება,რომ ესოდენ უდიდესი დანიშნულების მქონე “ტანკსაწინააღმდეგო ზღარბის” გამოგონების ავტორი – მიხეილ გორეკერი,საბჭოთა ხელისუფლებამ მხოლოდ და მხოლოდ ეგრეთ წოდებული “ფედ”-ის მცირეფორმატიანი ფოტოაპარატით დააჯილდოვა. (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ცნობისათვის,იმისათვის,რომ მოსკოვის დაცვის გასამაგრებლად “ტანკსაწინააღმდეგო ზღარბები” დაემზადებინათ,საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებით გამოყენებული იქნა ის ფოლადის ძელები,რომლითაც ჩაფიქრებული იყო მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ნაგებობის “საბჭოების სასახლის” მშენებლობა. (ავტორი გენია.ჯი)
მიხეილ გორეკერი – “ტანკსაწინააღმდეგო ზღარბის” გამომგონებელი
ფოტოაპარატი ”ფედ”-ი,რომლითაც დააჯილდოვეს მიხეილ გორეკერი
“საბჭოების სასახლის” გეგმა – რომლის ასაგებად განკუთვნილი ფოლადისგანაც იქნა დამზადებული მოსკოვის დაცვისათვის განკუთვნილი გორეკერის “ტანკსაწინააღმდეგო ზღარბები”