„დამაკვირდი”
„ადამიანის მოდგმისაგან მოითხოვო – უმადური არ იყოო, იმას ნიშნავს, ბალახის ჭამა მგელს დააძალო”. – ანდრე მორუა - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მახინჯი აღზრდა სიბერემდე მიჰყვება ადამიანს და გულქვაობის მიზეზიც ხშირად ეს არის”. – ალექსანდრე დიუმა-შვილი
* * *
„ქალები გვმატებენ ძალას დიდ საქმეთა აღსასრულებლად და, ამავე დროს ხელს გვიშლიან მის დასრულებაში”. – ვიქტორ ჰიუგო
* * *
„ადამიანი რომ ხანში შევა, მაშინ, გამოჩნდება ხოლმე ბოჰემური ცხოვრების სამწუხარო შედეგები. რა დასანანია!..” – ჟორჟ სანდი
* * *
„უნდობლობასთან გამუდმებულ ბრძოლას ადამიანი ამაოებამდე მიჰყავს”. – ანდრე მორუა – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მუდმივი სასწაულები არ არსებობს, მაშინ ისინი სასწაულები აღარ იქნებიან”. – ანდრე მორუა
* * *
„გათეთრებული თმა ჩვენი თავის პატივისცემის მოთხოვნებს გვიყენებს”. – ონორე დე ბალზაკი
* * *
„ვინ გაბედავს, ბუნებას მტკიცე საზღვრები დაუდგინოს და მერე თქვას: „აი, სადამდე უნდა მივიდეს ადამიანი, მეტი ნაბიჯი კი აღარ გადადგასო!” – ჟან-ჟაკ რუსო
* * *
„ვაი, რომ უმადურობა გავრცელებული სენია”. – ანდრე მორუა
* * *
„ის ხალხი, რომელთა ხელითაც ყველაფერი გაკეთდა, პატივახდილი აღმოჩნდება ხოლმე. ასეა ყოველთვის…” – (ავტორი გენია.ჯი)