„დამაკვირდი”
„ცხოვრება მეტისმეტად ხანმოკლეა, რათა ის ბეჩავი არამზადების წინაშე ხოხვაში გაატარო”. – სტენდალი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ცხოვრება სხვათა მზერის ქვეშ წამებაა”. – ანდრე მორუა
* * *
„ყველაზე ჩახლართული პრობლემებიც კი ადვილდებიან, თუ მათ მართებულად მიუდექი”. – ემილ შატრიე
* * *
„ჩვენ თითქმის ყველანი ბავშვობაში ვყალიბდებით”. – ანდრე მორუა
* * *
„დრო ყველაზე პატიოსანი კრიტიკოსია”. – (ავტორი გენია.ჯი)
„ჩვენ საყვარელ ქალს ისე როდი ვხედავთ, როგორიც არის, ჩვენ მას მივაწერთ ათასგვარ ღირსებას, რომლებიც არ გააჩნია”. – სტენდალი
* * *
„უკვე საკმარისად შემაძულეს ცხოვრება”. – სტენდალი
* * *
„თურმე თვით ცხოვრებაა გენიალური შემოქმედი”. – ანდრე მორუა
* * *
„სიყვარულს ნუ ეხუმრებით”. – ალფრედ დე მიუსე
* * *
„მეგობარო მკითხველო, ნუ გაატარებ შენს ცხოვრებას სიძულვილსა და შიშში”. – სტენდალი – (ავტორი გენია.ჯი)