პრიმო მიშელ ლევი – “განა ეს ადამიანია?!”
“განა ეს ადამიანია?!” – წარმოადგენს ებრაული წარმომავლობის მქონე ცნობილი იტალიელი პროზაიკოსის,პოეტის,ესეისტისა და მთარგმნელის – პრიმო მიშელ ლევის (1919-1987 წლები) მიერ დაწერილ მემუარებს,სადაც ავტორი დოკუმენტურად აღწერს მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას,ფაშისტების მიერ დაარსებულ,კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ საკონცენტრაციო ბანაკში – “აუშვიცში” განვითარებულ საშინელ,ამაზრზენ მიზანთროპულ და მოვლენებს. (ავტორი გენია.ჯი)
პრიმო ლევი პიემონტიელი ებრელების ოჯახში დაიბადა.სწავლობდა ტურინის უნივერსიტეტში ქიმიის ფაკულტეტზე,თუმცა იტალიის ხელისუფლებაში გაბატონებული ფაშისტური რეჟიმის ინიციატივით,რომლებიც ებრაელების დისკრედიტაციას ეწეოდა,სწავლის სრული კურსის დამთავრება ვერ მოახერხა.მიუხედავად ამისა,იგი პროფესიით მაინც ქიმიკოსად ჩამოყალიბდა.რამდენიმე ხანი იმუშავა ტურინისა და მილანის რიგ ქიმიურ ლაბორატორიებში.პრიმო,იმთავითვე ანტიფაშისტური ხედვებით გამოირჩეოდა,რის გამოც არაერთხელ იქცა მათგან დარტყმის ერთ-ერთ ობიექტად.მალევე,გაწევრიანდა ლიბერალურ-სოციალისტურ მოძრაობაში – “სამართლიანობა და თავისუფლება”,რომელიც თავის მხრივ იატაქვეშ მოქმედ ანტიფაშისტურ ორგანიზაციას წარმოადგენდა.გარდა ამისა,ირიცხებოდა “Patrito d’Azione”-ს პარტიზანული რაზმის შემადგენლობაში. 1943 წლის 13 დეკემბერს დაკავებულ იქნა იტალიური ფაშისტური მილიციის მიერ,რის შემდეგაც გადაგზავნილ იქნა სპეციალურად ებრაელთათვის განკუთვნილ “ფოსოლის ბანაკში” მოდენასთან ახლოს.პრიმო ლევი თავის შემზარავი სიუჟეტებით სავსე მემუარების თხრობას (და ზოგადად პირველი წიგნის დაწერას) სწორედ ცხოვრების ამ ეტაპიდან იწყებს.პრომო ლევის მემუარები – “განა ეს ადამიანია?! ეპილოგი შემდეგი ლექსით იწყება:
“თქვენს თბილ სახლებში უზრუნველად რომ ცხოვრობთ,
საღამოს შინ დაბრუნებულებს ცხელი საკვები და კეთილგანწყობილი სახეები რომ გხვდებათ,
თუ ამ დროს ფიქრობთ:
განა ადამიანია ის,ვინც მუხლამდე წუმპეში შრომობს,
ის,ვინც ნახევარი პურისთვის იბრძვის,
ის,ვინც ჰოს ან არას გამო კვდება,
მაშინ ჩათვალეთ,რომ ეს უკვე მოხდა…”
თავად ავტორი აღნიშნავს,რომ მემუარების დაწერის უმთავრეს მიზანს,იმ სიმართლის გადმოცემა და განვრცობა წარმოადგენდა,რასაც ფაშისტური რეჟიმი სჩადიოდა “სიკვდილის ბანაკებში” რულიად უდანაშაულო ადამიანების,მათ შორის ჩვილი ბავშვების,ქალებისა და მოხუცების მიმართ.”ადამიანების გამანადგურებელი ბანაკების არსებობის ისტორია აუცილებლად უნდა იქცეს კაცობრიობისათვის ბოროტების საფრთხის მანიშნებელ სიგნალად…” – წერდა პრიმო ლევი.ნაწარმოებში მოყვანილი თითოეული პერსონაჟი,რეალური პირია და მათ არაფერი გააჩნიათ რიგი მწერლების მიერ გამოგონილ პროტოტიბებთან.წიგნში აღწერილი მოვლენები ვითარდება 1943 წლის 13 დეკემბრიდან (დაკავებიდან) – 1945 წლის 27 აიანვრის ჩათვლით პერიოდებში (ავტორის განთავისუფლებამდე).მას შემდეგ,რაც იგი იტალიურმა პოლიციამ დააკავა,პრიმო გადაცემულ იქნა გერმანული გესტაპოსათვის,რომელთაც თავის მხრივ “აუშვიცის” უსასტიკეს საკონცენტრაციო ბანაკში გადააგზავნეს.ბოროტებისა და კაცთმოძულეობის “ბუდეში” გადაგზავნის შესახებ ავტორი წერდა: “და აი,დადგა ღამე.თითქოს ღამეც კი გრძნობდა,რომ ადამიანები მისი ცქერით ვერ ტკბებოდნენ და ვერც ცოცხლები გადარჩებოდნენ.თითოეული მათგანი თავისებურად ემშვიდობებოდა ცხოვრებას.ზოგიერთი ლოცულობდა,ზოგიც სვამდა.განთიადი მზაკვრულად შემოგვეპარა.თითქოს ჩვენი განადგურების სურვილით შეპყრობილ კაცებს მზეც კი გაურიგდაო.წყურვილი და სიცივე გვტანჯავდა.ღამეები გაუთავებელ კოშმარად გვექცა.ჩემი ვაგონის 45 პატიმრიდან საკუთარ კერას მხოლოდ 4 დაუბრუნდა”.
მას შემდეგ,რაც პრიმო “აუშვიცში” გადაიყვანეს,იგი აღწერს იმ რეალურ ისტორიებს,რასაც არაადამიანური ფაშისტური რეჟიმი სჩადიოდა ბანაკის ტყვეთა წინააღმდეგ.იგი აღნიშნავს,რომ პატიმრებისათვის ბანაკში არ არსებობდა არანაირი დადგენილი წესი ადამიანურობისა (განურჩევლად ასაკისა),გარდა სიკვდილისა,სისასტიკისა,სულში ჩაფურთხებისა,შიმშილისა,ცემა-წამებისა,გაზის კამერებში “შედენისა” და სხვა უამრავი მიზანთროპული აქტისა.”მე მქვია 174517… მარცხენა მკლავზე ამოტვიფრული ეს ნომერი ამ დამპალი სიცოცხლის ბოლომდე უნდა ვატაროთ.თითქოს,ჩემი სხეული მე არ მეკუთვნის: შესივებული მუცელი და ხისტი კიდურები მაქვს,ღამღამობით ჩამომხმარი სახე დილაობით მისივდება”, – წერდა სასოწარკვეთილი პრიმო ლევი. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად იმისა,რომ მისი მდგომარეობა ბანაკის სხვა პატიმრებთან შედარებით “მსუბუქი” იყო (როგორც პროფესიით ქიმიკოსი,გერმანელები ამუშავებდნენ ბანაკის ტერიტორიაზე არსებულ ქიმიურ ლაბორატორიაში),პრიმო ლევი მაინც უმძიმეს და ურთულეს პირობებში იმყოფებოდა.საშინელი ანტისანიტარია,ზედამხედველების დამცინავი და გაყინული სახეები,სხვა ტუსაღების გაუსაძლისი მდგომარეობა,შეურაცხყოფები,გამყინავი და სასოწარკვეთილი ხმები და სასიკვდილოდ მიმავალი ადამიანების “ქარავნები”,მის ფსიქიკურ და მორალურ მდგომარეობას სრულად ანადგურებდა.იგი წერდა,რომ “აუშვიცში” ადამიანური სახეები დაკარგული ჰქონდათ არა მარტო ჯალათებს,არამედ საშინელი ხვედრის მოლოდინში მყოფ ტყვეებსაც.იგი მიიჩნევდა,რომ ვინც ეს ჯოჯოხეთი გამოიარა (მიუხედავად გადარჩა თუ არა) ყველა “წამებულია”. 1945 წელს,პრიმო ინფექციის შეყრის შემდეგ ადგილობრივ ინფექციურ ლაზარეთში გადაიყვანეს.მალევე,ბანაკის ახლოს ყუმბარების სროლის ხმებიც გაისმა,რაც ნიშანი იყო იმისა,რომ ფაშისტური რეჟიმი დაცემას იწყებდა და მეორე მსოფლიო ომის საშინელება დასასრულს უახლოვდებოდა.”აუშვიცში”,პრიმოს ყოფნის დროს 650 იტალიელი-ებრაელი იმყოფებოდა,რომელთაგან თავისუფლებას მხოლოდ 20 ეწია. 1945 წლის 27 იანვარს,ფაშისტების საკონცენტრაციო ბანაკზე კონტროლი საბჭოთა არმიამ დაამყარა და იგი სხვა გადარჩენილ პატიმრებთან ერთად განთავისუფლდა.განთავისუფლდა,თუმცა,კაცობრიობას მაინც გაგვაფრთხილა: “შესაძლოა,კვლავ იშვას ახალი ფაშიზმი,თავისი შეუწყნარებლობით,ამბიციებით და მონობით.ასე რომ,ბრძნული რჩევები უკვე უსარგებლოა და მხოლოდ წინააღმდეგობის გაწევის გზა უნდა ვეძიოთ”.
პრიმო ლევმა,თავის უმძიმესი ფაქტებით გაჯერებულ მემუარებს საბოლოო სახე 1946 წელს მისცა.მის გამოქვეყნებაზე,ყველაზე დიდმა იტალიურმა საგამომცემლო ორგანიზაციამ – “ეინაუდმა” უარი განუცხადა.თუმცა,დე-სილვას საგამომცემლო სახლის მეშვეობით წიგნის 2 500 ეგზემპლარად დაბეჭდვა და გავრცელება მაინც მოახერხა. 1500 ეგზემპლარი,მისსავე მშობლიურ ქალაქში – ტურინში გაიყიდა.თუმცა აქვე მინდა ავღნიშნო,რომ ნაწარმოებს თავდაპირველად დიდი წარმატებისათვის არ მიუღწევია. “ეინაუდმა” – პრიმოს ლევის მემუარების დაბეჭდვაზე თანხმობა მხოლოდ 1958 წელს განაცხადა და სწორედ ამის შემდეგ გახდა – “განა ეს ადამიანია?!” საყოველთაოდ ცნობილი დოკუმენტური ჟანრის ნაწარმოები.გარდა ამისა, 1959 წელს იგი,სტიუარდ ვულფის მიერ ითარგმნა ინგლისურ ენაზე,ხოლო 1960 წელს კი,ჰაინც რედიტის მიერ გერმანულ ენაზეც.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ პრიმო ლევი გერმანულ ენაზე თარგმანის დროს წიგნში აღწერილი ყველა მოვლენის დედტალურ და ზუსტ თარგმანს მოითხოვდა,რათა გერმანელ ერს კარგად გაეთვითცნობიერებინა ის,თუ რაში მიაღებინა მონაწილეობა ფაშისტურმა რეჟიმმა.
პრიმო მიშელ ლევის ნაწარმოები – “განა ეს ადამიანია?!” დღემდე არ კარგავს აქტუალურობას და თვალნათლივ წარმოუჩენს მკითხველ იმ არაადამიანურობას,რასაც ერთი ერის წარმომადგენელი სჩადიოდა სხვა ერის შვილების მიმართ.”შეუძლებელია წაიკითხო ეს ნაწარმოაები და არ შეგძრას მან”, – აცხადებენ კრიტიკოსები… (ავტორი გენია.ჯი)
პრიმო ლევი