ტომას მაინ რიდი – “უთავო მხედარი”
გენიალური,ირლანდიური წარმომავლობის მქონე ამერიკელი მწერლის - ტომას მაინ რიდის (1818-1883 წლები) უკვდავი ნაწარმოები - “უთავო მხედარი”,დაწერილ იქნა 1865-1866 წლებში.რომანში აღწერილი მოვლენები ვითარედება XIX საუკუნის 50-იან წლებში ტეხასის შტატში.ალბათ,ისეთი სიმძაფრით არავის აღუწერია ინდიელთა ბრძოლა კოლონიზატორებთან,როგორც მაინ რიდმა აღწერა “უთავო მხედარში”. (ავტორი გენია.ჯი) მასში ასახულია 1846-1848 წლების ომის შემდგომი ის პერიოდი,როცა ამერიკამ მექსიკას წაართვა ტეხასი და კალიფორნია და დაიწყო ინდიელთა წინააღმდეგ მასობრივი ბრძოლა.ნაწარმოებში ერთ მხარეს დგანან შოვინიზმით “მოწამლული” კაპიტანი კასიუს კოლჰაუნი და ბიძამისი,მეორე მხარეს კი ძველი მონადირე,მოხუცი,კეთილი გოლიათი ზებ სტუმპი და მამაცი მორის ჯერალდი.სწორედ მორის ჯერალდია ის გმირი, რომელიც თავგანწირვით იბრძვის ღირსებისთვის, სიყვარულისთვის… ახალი ამერიკისთვისაც,სადაც ისეთი სასწაულებიც ხდება,რომ მტრის მიერ ნასროლი ტყვია შეიძლება საყვარელ ქალის მიერ ნაჩუქარმა მედალიომა აისხლიტოს… რა თქმა უნდა, “უთავო მხედარში” სიკეთე და სიყვარული იმარჯვებს,თუმცა კი არც მთლად უსისხლოდ.ამიტომაც იზიდავს მილიონობით მკითხველს ეს ზღაპარივით საკითხავი ცხოვრებისეული სინამდვილე… (ავტორი გენია.ჯი)