ბორის ვიანი – “მოვალ თქვენს საფლავებს რომ მივაფურთხო”
“მოვალ თქვენს საფლავებზე რომ მივაფურთხო” – წარმოადგენს მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოვებული სკანდალურად ცნობილი ფრანგი მწერლის,პროზაიკოსისა და პოეტის – ბორის ვიანის (1920-1959 წლები) მიერ დაწერილ ამაზრზენი სახელწოდების მქონე ნოველას,რომელმაც გამოქვეყნებისთანავე დიდი ფურორი და სკანდალები გამოიწვია.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მიუხედავად ნოველაზე დატეხილი უზარმაზარი კრიტიკისა,იგი გამოქვეყნებისთანავე (1946 წელი) ბესტსელერად იქცა.როგორც ვარაუდობენ,აღნიშნული ნაწარმოები ვიანის მიერ სულ რაღაც 10-15 დღის შუალდში იქნა დაწერილი.საინტერესოა ისიც,რომ ვიანის ნოველის შეძენა დღევანდელ დღემდე დიდ პრობლემებთან არის დაკავშირებული,რადგან წიგნების მაღაზიებში ისინი ფაქტიურად არ იყიდება.ნაწარმოების სრული ვერსიის წაკითხვაც კი,მხოლოდ ერთეულ ინტერნეტ-გევრდებზეა შესაძლებელი.ბორის ვიანს არა ერთი ასეთი უცნაური სახელწოდების მქონე ნაწარმოები აქვს დაწერილი,მაგალითად – “მოვსპოთ ყველა მახინჯი”,”ყველა მიცვალებული ერთი ფერისაა” და სხვა.
თავად ამ ნოველის შინაარსი აგებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში განვითრებული რასობრივი დისკრიმინაციის მიერ გამოწვეულ უსასტიკეს ძალაობაზე.ნოველის მთავარი გმირი შავკანიანი ახალგაზრდა ყმაწვილი – ლი ანდერსონი,მას შემდეგ რაც ღვიძლი ძმა რასობრივი სიძულვილის ნიადაგზე – “ლინჩის წესით” იქნა გასამართლებული და მოკლული,გადაწყვეტს დაიწყოს საშინელი შურისძიების აქტები თეთრკანიან ქალბატონებზე.პათოლოგიური შურისძიების გრძნობით შეპყრობილმა ახალგაზრდა კაცმა,ჯერ გააუპატიურა და შემდეგ განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა მისი ნდობით აღჭურვილი ორი სრულიად უდანაშაულო მდიდარი ოჯახისშვილის გოგონა (ჯინი და ლუ).ამ მკვლელობების დეტალები მწერალს იმდენად ამაზრზენი და ძალადობრივი სცენებით აქვს გადმოცემული,რომ მკითველს იმთავითვე სიძულვილს აღძურავს წიგნის მთავარი გმირისადმი.ფაქტობრივად,ლი ანდერსონი შურისძიებამ ავადმყოფ,დაუნდობელ,სადისტ მკვლელად ჩამოაყალიბა და იგი ამბობს კიდეც,რომ “მკვლელი მასში ზის”.მკვლელობებმა ადგილობრივ მოსახლეობაში დიდი აურზაური გამოიწვია.დაიწყო ძიება და გავიდნენ კიდეც გამომძიებლები ლი ანდერსონის კვალზე.ნაწარმოების ფინალში,იგი პოლიციასთან გამართული შეტაკების შემდეგ იქნა მოკლული.მიუხედავად იმისა,რომ ლი უკვე მკვდარი იყო,მისი ცხედარი მოსახლეობამ მაინც სახრჩობელაზე ჩამოკიდა.
ცნობილია,რომ ბორის ვიანს ნოველის გამოქვეყნება მისმა მეგობარმა – ჟან დაულინმა ურჩია და არც შემცდარა,რადგან 1947 წელს იგი ბესტსელერად იქცა.მოგვიანებით,ნაწარმოებში მოყვანილი ამაზრზენი სცენების გამო წიგნი პორნოგრაფიულ და ვულგარულ ნოველად იქნა მიჩნეული და მისი გაყიდვა აიკრძალა კიდეც.გარდა ამისა,მისი გავრცელების წინააღმდეგ გამოვიდნენ ზნეობისათვის მებრძოლი რიგი ორგანიზაციები.აკრძალვის შემდეგ ვიანის ნოველის “მოვალ თქვენს საფლავებზე რომ მივაფურთხო” მთლიანი ტირაჟი დაწვეს,ხოლო თავად ავტორი 100 000 ფრანკით დააჯარიმეს.მიუხედავად იმისა,რომ ვიანს უამრავი კრიტიკოსი ჰყავდა,იყვნენ ისეთებიც,რომლებიც მას მრავალმხრივი იმპროვიზაციის უბადლო ოსტატად მიიჩნევდა.აღსანიშნავია ისიც,რომ ბორის ვიანის ნოველის “მოვალ თქვენს საფლავებს რომ მივაფურთხო”,წაკითხვა დღემდე არ არის რეკომენდირებული. (ავტორი გენია.ჯი)