ვიქტორ-მარი ჰიუგო – „კაცი, რომელიც იცინის”
„კაცი, რომელიც იცინის” - გენიალურმა ფრანგმა რომანტიკოსმა მწერალმა ვიქტორ-მარი ჰიუგომ (1802-1885 წლები),სამშობლოდან თავისი 20-წლიანი დევნილობის პერიოდში 1869 წელს დაწერა.აღნიშნულ რომანში XVII-XVIII საუკუნეების,ინგლისის ცხოვრება და ცხოვრებისვე უკუღმართობით გაკომედიანტებული კაცის ტრაგედიაა წარმოდგენილი.გუინპლენი,არისტოკრატიული ოჯახის შვილი,პატარაობისას ბავშვებით მოვაჭრე ყაჩაღებმა მოიტაცეს და ულმობელად დაუმახინჯეს სახე და ეს სამარადისოდ “გაცინებული” კაცი თვითონვე მშიერი და გაყინული,უმწეო გოგონას მზრუნველობს,მოხეტიალე თეატრალურ დასთან ერთად მოგზაურობს და უბრალო ხალხის ბედზე ზრუნავს.წლების შემდეგ ლორდიც ხდება და ლორდთა პალატაშიც იკავებს ადგილს,თუმცა არ ივიწყებს,რომ იქ “ქვედა ფენებიდან” მოხვდა.იმავე ლორდთა პალატაში, ლორდებისვე დასმულ შეკითხვაზე,თქვენ ვინღა ხართო,გუინპლენი ასეთ პასუხს იძლევა: “მე აქ მოვედი ქვედა ფენებიდან,მილორდებო.თქვენ სახელოვანი და მდიდრები ხართ,ამაში კი სახიფათო რამ იმალება.თქვენ სარგებლობთ წყვდიადით,რომელიც გფარავთ.მაგრამ გაფრთხილდით, არსებობს უდიდესი ძალა – “ცისკარი” და იგი მძლეთამძლეა.მალე გამოაშუქებს და გეშინოდეთ: ცისკარი უკვე დგება”.აღნიშნული ნაწარმოები ჰიუგოს მრავალ შესანიშნავ ნაწარმოებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო ქმნილებაა,რომელიც მთელი ფილოსოფიაა ცხოვრებისა,რომელიც ნებისმიერი ჟანრის მოყვარული მკითხველის უდიდესი ინტერესის საგანია და ამასთანავე უსაყვარლესი ნაწარმოებიცაა.იგი ღირსეულად იკავებს ადგილს ლიტერატურულ სამყაროში და მის ფურცლებზე “ოქროს” ასოებად ამოიქარგა. (ავტორი გენია.ჯი)