ჯორჯ ორუელი – “1984″
დიდი ინგლისელი მწერლისა და ესეისტის - ჯორჯ ორუელის (1903-1950 წლები) მიერ დაწერილი შესანიშნავი რომანი - “1984″,გამოქვეყნებულ იქნა 1949 წელს.აღნიშნული ნაწარმოები ერთგვარი გაფრთხილებაა და ამავდროულად,სასოწარკვეთაც ჩვენი მომავლის გამო იგი გვასწავლის,რომ თუ ჩვენმა ისტორიამ უკუღმართ გეზს არ გადაუხვია,დავკარგავთ ადამიანობას,ვიქცევით უსიცოცხლო ავტომატებად,უსულო საგნებად.მართალია,ჯორჯ ორუელს ჩვენი გამოფხიზლების იმედი არ დაუკარგავს,მაგრამ ისიც უნდა ითქვას,რომ ეს იმედი სასოწარკვეთილებას უფრო უახლოვდება,ვიდრე სინათლეს.გითვალთვალებენ,ფიქრს გიკონტროლებენ,გაჯერებენ, რომ ომი მშვიდობაა,მონობა – თავისუფლება,უმეცრება კი ძალაა.გარწმუნებენ, რომ 2+2=5-ს და შენ არ გაქვს არგუმენტები საწინააღმდეგოს დასამტკიცებლად,რადგან წარსული გამუდმებით იცვლება,ფაქტები აღარ არსებობს.ამ ყველაფერთან ერთად სამეტყველო ლექსიკაც ვიწროვდება.შენ ცხოვრობ ქვეყანაში,სადაც ინდივიდუალიზმი და აზროვნება გაუგებარი ცნებებია.კარგავ ძალას და ხდები მათნაირი.თუმცა,იმედს შეიძლება განხორციელებაც ეწეროს,ოღონდ მხოლოდ მაშინ,თუ გავაცნობიერებთ,რომ უსულო ავტომატად ქცეულ საზოგადოებას დაღუპვა ემუქრება,რომ მას არ გააჩნია სიყვარული,ინდივიდუალიზმი და ვერ გრძნობს მოსალოდნენ საფრთხეს. “1984″ ამაშიც გვარწმუნებს და ბოლოს,ეს რომანი სტალინის ბარბაროსული პერიოდის მორიგი აღწერა როდია,მასში ჩვენივე საზოგადოება უნდა დავინახოთ მთელი თავისი შუქ-ჩრდილებით…