გურამ გეგეშიძე – “საყდარი”

გურამ გეგეშიძის შესანიშნავი მოთხრობა - “საყდარი”,ალბათ არცერთ მკითხველს გულგრილს არ დატოვებს,რადგან მოცემულ ნაწარმოებში ავტორი ღრმა და საინტერესო მორალურ-ეთიკურ პრობლემას სვამს.მთავარი პერსონაჟი იოანე ბერი სიკვდილმა დილემის წინაშე დააყენა და უნდა აირჩიოს ან მასწავლებელი,რომლის სიცოცხლეც ბეწვზე ჰკიდია,ან უნდა გადაარჩინოს “ტაძარი”,რომელიც რუდუნებით უშენებია და მისი სულის ნაწილად,ცხოვრების მიზნად ქცეულა. (ავტორი გენია.ჯი) ძალიან ძნელი იყო იოანესათვის არჩევანის გაკეთება.მიუხედავად იმისა,რომ ანთიმოზმა თავად შეასწავლა მას “ციხეებისა და ტაძრების აშენების საიდუმლო” და თავს მისგან დავალებულად თვლიდა,მაინც ურთულესი იყო მისთვის არჩევანის გაკეთება.თუმცა იოანე ბერს არ შეეძლო ტაძრის დანგრევა. (ავტორი გენია.ჯი) მას ვერ გადაუწყვეტია ამჯობინოს თუ არა სულიერი უსულოს,ძვირფასი ადამიანი – ცხოვრების მიზანს.სიკვდილთან იოანეს საუბარი,მართლაც რომ განსაცვიფრებელია,სადაც ღრმად აქვს მწერალს გადმოცემული იოანე ბერის მძიმე მდგომარეობა და სულიერი ტკივილი.მიუხედავად ამისა,იოანე ბერმა საბოლოო ჯამში არჩევანი ტაძრის სასარგებლოდ გააკეთა.საინტერესოა თქვენი აზრი მკითხველო ამ მოთხრობის მიმართ,რამდენად მისაღები იყო მისგან საბოლოო არჩევანი. (ავტორი გენია.ჯი)