იოჰან ვოლფგან გოეთე – “ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი”

“ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი” - გენიალური გერმანელი მწერლისა და მოაზროვნის – იოჰან ვოლფგანგ გოეთეს (1749-1832 წლები) მიერ 1774 წელს დაწერილი “სიყვარულის მარად უჭკნობი ხოტბაა”.დასავლეთის ლიტერატურაში იშვიათად მოუხდენია რომანს ვერტერისოდენა ზეგავლენა.როგორც ლიტერატურული ძეგლი,იგი ერთი უმთავრესი თავკიდურთაგანია ევროპულ რომანტიკის ისტორიაში. (ავტორი გენია.ჯი) მისი სიდიადე მარტოოდენ კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობით არ განიზომება.ყოველი ახალი თაობა ამ წიგნს ისეთივე სიყვარულით გადაიკითხავს, როგორც კითხულობდა მას მეთვრამეტე საუკუნეში, რადგან წმინდა პოეტური ქმნილება მარად ჭაბუკური შთაგონებით გამტფარია და ისევე უკვდავი,როგორიც ქმნილება ბუნებისა და მისივე სტიქიონი.იმდენად შთამბეჭდავი სულთქმნილებაა ეს ნაწარმოები,რომ თავის დროზე ლესინგს მწერლისთვის მოუთხოვია აუცილებლად გამოეთქვა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება თვითმკვლელობისადმი,გოეთეს გმირებს ერთიცაა,თავად გოეთესაც განუცდია უნუგეშო სიყვარულის ტკივილი, მახვილი აუღია ხელში და ორიედო გოჯზე დაუკოდავს კიდეც საკუთარი სხეული,თუმცა საბედნიეროდ,ოპტიმიზმს გაუმარჯვია. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია,რომ გოეთემ ეს ნაწარმოები მას შემდეგ დაწერა,რაც მავანი ჩინოვნიკის ქალიშვილი შარლოტა შეუყვარდა,რომელმაც გოეთეს სიყვარული უარყო.სწორედ მისგან უარყოფილმა გოეთემ დაწერა “ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი”,რომელიც უიმედო სიყვარულით დამარცხებული გმირი თავს იკლავს.ეს ნაწარმოები იმ პერიოდში იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა,რომ რომანტიკულად განწყობილი ახალგაზრდები,რომლებიც ცალმხრივი სიყვარულით იტანჯებოდნენ,სუიციდით ისწრაფებდნენ სიცოცხლეს.ამან კი იმდენად მასიური სახე მიიღო,რომ ბევრ ქალაქსა და საჰერცოგოში საერთოდ აკრძალეს ამ წიგნის გაყიდვა.მეცნიერებმა კი ამ მოვლენას “ვერთერის ეფექტი” უწოდეს.ფაქტი კი ფაქტად რჩება,იოჰან ვოლფგანგ გოეთეს “ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი” მსოფლიო ლიტერატურის უნიკალურ რომანტიკულ ნაწარმოებად რჩება. (ავტორი გენია.ჯი)