ჯეიმზ ჯოისი – “ეპიზოდი”
XX საუკუნის ყველაზე გავლენიანი ირლანდიელი მწერალი,პოეტი და ავტორი საყოველთაოდ გახმაურებული რომანისა “ულისე” - ჯეიმზ აუგუსტინ ალოიზიუს ჯოისი (1882-1941 წლები),სამშობლოდან (ირლანდიიდან) 30 წლის ასაკში გაიქცა,სადაც აღარასოდეს დაბრუნებულა და სულიც შვეიცარიის ქალაქ ციურიხში განუტევა. (ავტორი გენია.ჯი) გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე კი ერთ-ერთი ინტერვიუსას უცხოელმა ჟურნალისტებმა მას ამ საკითხის ირგვლივ შეკითხვა დაუსვეს,რაზეც მწერლისაგან ასეთი პასუხი მიიღეს:”თქვენ,ბატონებო,კათოლიკურ ირლანდიაში არ გიცხოვრიათ.ვიცი,რომ სამშობლოს დატოვება ძალიან სახიფათოა,მაგრამ უფრო სახიფათოა იმ სამშობლოში დარჩენა,სადაც,შანსი თუ მიეცემათ,შენივე თანამემამულეები დანას გაგიყრიან ყელში”. (ავტორი გენია.ჯი)