სოკრატე – “ეპიზოდი”
როდესაც გენიალური ძველბერძენი ფილოსოფოსისა და სწავლულის – სოკრატეს აღსასრულის დრო დადგა,საპყრობილეში მას სხვა მეგობრებთან ერთად აპოლოდოროსიც ეწვია,რა დროსაც მას წმინდად ნაქსოვი შალის მდიდრული სამოსი და ასეთივე მოსასხამი მიუტანა.თან სთხოვა სოკრატეს,რომ ამ სამოსსა და მოსასხამში გამოწყობილს დაელია სამსალა (შხამი).ჯობს,ლამაზად გეცვას სიკვდილის წინ და ასეთი მკვდრის დასაფლავება ღირსეული იქნებაო,ირწმუნებოდა აპოლოდოროსი.სოკრატემ ვეღარ მოითმინა და იქვე მყოფ კრიტონს,სიმიასსა და ფედონს ამ სიტყვებით მიმართა:
“რა მაღალი წარმოდგენა აქვს ჩემზე აპოლოდოროსს,თუ ფიქრობს,რომ ათენელთა სადღეგრძელოსა და ამ შხამიანი სასმელის შემდეგ ის კიდევ იხილავს სოკრატეს? თუ ჰგონია,ცოტა ხნის შემდეგ აქ თქვენ ფერხთით,მიწაზე განრთხმული მე ვიქნები,ცხადია,სრულიად არ მიცნობს”. (ავტორი გენია.ჯი)