“წიგნი არაფერი”
შესანიშნავ ირლანდიელ მწერალს - ჯორჯ ბერნარდ შოუს,დაუსვეს შეკითხვა თუ რომელ ხუთ წიგნს წაიღებდა იგი უკაცრიელ კუნძულზე მოხვედრის შემთხვევაში.შკითხვაზე შოუმ უპასუხა,რომ ამ შემთხვევაში იგი კუნძულზე წაიღებდა ხუთ წიგნს,როლებიც მხოლოდ და მხოლოდ სუფთა ფურცლებისგან იქნებოდა შედგენილი.ბერნარდ შოუს ეს კონცეფცია 1974 წელს ამერიკულმა საგამომცემლო სახლმა Harmony Books-მა რეალობაში განახორციელა და გამოსცა წიგნი სახელად: “წიგნი არაფერი”,რომელიც შედგებოდა 192 გვერდისაგან და გარდა გარეკანისა,შიგნით ერთი სიტყვაც კი არ ეწერა. (ავტორი გენია.ჯი) გარეკანზე კი აწერია,ცნობილი ამერიკელი მწერლის ედუარდ დალბერიგს ეპიგრაფი: “დიდი დროა საჭირო იმისათვის,რომ ვერაფერი ვერ გაიგო”. ამ საოცარ წიგნს მყიდველები საკმაოდ ბლომად გამოუჩნდა,რის გამოც აღნიშნულმა საგამომცემლო სახლმა,მისი კიდევ არა ერთი ასეთი ეგზემპლარი გამოსცა.”დეილი ტელეგრაფის” ცნობის თანახმად,ასეთმა წიგნებმა განსაკუთრებული პოპულარობა სტუდენტებსა და ახალგაზრდებში ჰპოვა.როგორც გამომცემლები აღნიშნავდნენ,ასეთი წიგნის გამოცემით,ისინი ნებისმიერ ადამიანს აძლევდნენ საშუალებას მასში ეწარმოებინათ დღიურები,აღენიშნათ მნიშვნელოვანი თარიღები,დაეხატათ ილუსტრაციები,შეეგროვებინათ ავტოგრაფები,დაეწერათ ლექსები და სხვა.ცნობილი პუბლიცისტი – სტეფან კარმერი ჟურნალ Time-ს ერთ-ერთ ნომერში აღნიშნავდა,რომ – “წიგნი არაფერი” – ყველაზე საუკეთესო დაცინვა გახლდათ უმნიშვნელო შინაარსისა და არარაობად ქცეული წიგნებისა”. (ავტორი გენია.ჯი)