“შუა საუკუნეების ევროპის რამდენიმე სასჯელი”
შუა საუკუნეების ევროპაში,თუნდაც მცირედი დანაშაულისათვის,ადამიანები ისჯებოდნენ სხვადასხვა და მეტად “მრავალფეროვანი” მეთოდებით (გააჩნდა დანაშაულის სიმძიმეს).დიდი გერმანელი მწერალი და პუბლიცისტი – კარლ ლუდვიგ ბერნე (1786-1837 წლები) ამბობდა: “ბუნებას რომ იმდენი კანონები ჰქონდეს,რამდენიც სახელმწიფოს,ღმერთიც კი ვერ შეძლებდა მის მართვასო”, - კაცთა მოდგმის გაჩენის დღიდან ადამიანები ერთმანეთს სჯიდნენ მრავალი დიდი თუ მცირე დანაშაულისათვის.შესაბამისად დასჯის ფორმები დანაშაულის სირთულის მიხედვით განისაზღვრებოდა.თუმცა არსებობდა მრავალი უტოპიური კანონიც.კერძოდ,შუა საუკუნეების ევროპაში,ქალები ისჯებოდნენ ისეთ “დანაშაულებებზე”,როგორიც იყო ავი-უხიაგი ხასიათი.თუმცა ამ შემთხვევაში მისი დასჯის თხოვნის განცხადება,თავად დასასჯელის მეუღლეს უნდა შეეტანა.მას შემდეგ რაც ამა თუ იმ დანაშაულისათვის დააკავებდნენ პირს,შეურაცხყოფისა და დაცინვის მიზნით ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ჩამოატარებდნენ,რა დროსაც პატარა ზანზალაკების მეშვეობით მოსახლეობას მოუწოდებდნენ ეცქირათ მათი დასჯისათვის,სიტყვებით: “უცქირეთ,უცქირეთ,დამნაშავე მოდის!”
ზემოთ გამოსახულ ფოტოზე აღბეჭდილია ხაბაზის (პურის მცხობელის) დასჯა,რომელმაც წესით დადგენილ ნორმაზე მცირე ულუფა პური გამოაცხო.
საზოგადოებაში უცენზურო სიტყვების ხმარებისათვის დასჯილი ადამიანი
ჭირვეული (კაპასი) ხასიათისათვის დასჯილი მანდილოსნები
მუსიკალურ ინსტრუმენტზე ცუდად დაკვრისათვის დასჯილი მამაკაცი
ლოთობისათვის დასჯილი მამაკაცი
ქურდობისათვის დასჯილი ადამიანი
ბანქოს (აზარტული) თამაშისათვის დასჯილი მამაკაცი
გამოსასწორებელი სამუშაო – დასჯილი მმაკაცისათვის