“The Genteman’s Magazine” – (ჯელტმენების ჟურნალი)
The Genteman’s Magazine - იგივე ”ჯელტმენების ჟურნალი”,პირველი ფართო თემატიკური ჟურნალია ისტორიაში.მისი პირველი ნომერი გამოიცა 1731 წელს ინგლისის დედაქალაქ ლონდონში.აღნიშნული ჟურნალის მთავარი რედაქტორი და სულისჩამდგმელი გახლდათ,ცნობილი ინგლისელი გამომცემელი და ტიპოგრაფიის მფლობელი - ედვარდ კეივი (1691-1754 წლები).მისი სურვილი იყო,რომ ჟურნალში წარმოდგენილი ყოფილიყო ნებისმიერი თემა,დაწყებული ახალი ამბებით,დასრულებული ლათინური პოეზიით. (ავტორი გენია.ჯი) განსაკუთრებულ ყურადღებას კი,მოსახლეობისათვის აქტუალურ ტემატიკაზე (სოციოლოგიზე) აკეთებდა.თავდაპირველად კეივი,ჟურნალისათვის სტატიებს თავად წერდა – “სილვანუს ურბანის”,ფსევდონიმით.სათაურიც ამ ინოვაციურ ბეჭდურ პროდუქტს თავად შეურჩია.მიუხედავად იმისა,რომ სპეციალიზირებული ჟურნალები მანამდეც გამოიცემოდა,The Genteman’s Magazine მაინც ის პირველი ჟურნალი იყო,სადაც ყველაზე მრავალფეროვანი თემატიკა იყო ასახული.იგი ერთობ პოპულარული გახლდათ XVIII-XIX საუკუნეების ინგლისში.ჟურნალმა 1907 წლამდე იარსება (თავად დამაარსებლის დაღუპვის შემდეგ 200 წელიწადი),რის შემდეგაც ფუნქციონირება შეწყვიტა.თუმცა ფაქტია,რომ ასეთი ჟურნალის დაარსებამ საფუძველი დაუდო ისეთი დიდი ჟურნალების დაარსებას,როგორიცაა – Cosmopolitan და სხვა უამრავი ცნობილი ჟურნალი. (ავტორი გენია.ჯი)