ფოსა

ფოსა - მსოფლიოს ერთ ერთი უიშვიათესი სახის,ძუძუმწოვრების კლასის მტაცებელი ცხოველია.მისი გავრცელების ერთადერთ არეალს კუნძული მაგადასკარი წარმოადგენს.აღსანიშნავია,რომ გარდა მადაგასკარისა,იგი არც ერთ კონტინენტზე (თავად აფრიკის კონტინენტზეც კი) არ ბინადრობს.ფოსა ერთადერთი წარმომადგენელია – Criptoprocta მტაცებელთა სახეობისა.გარდა ამისა,ის წარმოადგენს ერთ-ერთი უდიდეს ძუძუმწოვრების კლასის ცხოველს კუნძულ მადაგასკარისა.ამ მიზეზთა გამო მას – “მადაგასკარულ ლომადაც” უწოდებენ.სიგრძით 80 სანტიმეტრამდე არიან და გამოირჩევიან საკმაოდ დიდი და ძლიერი თათებით. (ავტორი გენია.ჯი) კუდის სიგრძე ხშირ შემთხვევებში 65 სანტიმეტრს აღწევს.აქვთ 32-36 საკმაოდ ბასრი კბილი და არიან სწრაფები.ძალიან კარგად დაძვრებიან ხეებზე,რის გამოც მათი ხეზე ხილვა დიდ იშვიათობას არ წარმოადგენს.იკვებებიან ფრინველებით,პატარა ცხოველებითა და რეპტილიებით.ისინი მარტოხელა ცხოვრების წესით გამოირჩევიან.მაკეობის პერიოდი სექტემბერ-ოქტომბერში აქვთ და იგი 3 თვის განმავლობაში გრძელდება.აჩენენ ორიდან ოთხ პატარამდე.სიცოცხლის ხანგრძლივობა 15-20 წელიწადია.მიუხედავად იმისა,რომ მადაგასკარზე მასზე ძლიერი მტაცებელი არ ბინადრობს,ადამიანთა გამოისობით მაინც გადაშენების საფრთხის წინაშე დგანან.ასე,რომ მათ ადამიანზე დიდი მტერი ბუნებაში არა ჰყავთ.ისინი შეტანილი არიან “წითელ წიგნში”.სულ ბუნებაში,მათი მხოლოდ 2 500 ეგზემპლარია შემორჩენილი.2000 წელს ფოსას ოფიციალურად მიანიჭეს – “გადაშენების რისკის ქვეშ მყოფი სახეობის” სტატუსი,რის გამოც მასზე ნადირობა სასტიკად აიკრძალა. (ავტორი გენია.ჯი)