ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი – “ეპიზოდი”

ცნობილია,რომ გენიალურ ავსტრიელ კომპოზიტორს – ვოლფგანგ ამადეუს მოცარტს (1756-1791 წლები) საკმაოდ დიდი შემოსავლები ჰქონდა.მიუხედავად ამისა,იგი ფინანსურ პრობლემებს საკმაოდ ხშირად აწყდებოდა.ამის გამო დიდ ხელოვანს ერთ-ერთმა არისტოკრატმა,რომელთანაც მოცარტი ფულის სასესხებლად მივიდა,ჰკითხა:

 - ვოლფგანგ,შენ არა გაქვს სასახლე,არ გაქვს საჯინიბო,არ გყავს ძვირადღირებული საყვარლები,არ გყავს მრავალრიცხოვანი შვილები… სად მიგაქვს ამდენი ფული ჩემო მეგობარო?”

რაზეც ვოლფგანგმა,როგორც ყოველთვის ხალისიანად უპასუხა:

- არ დაგავიწყდეს,რომ მე მყავს მეუღლე კონსტანცია! სწორედ ის გახლავთ ჩემი სასახლეც,ჩემი ცხენების რემაც,ჩემი ძვირადღირებული საყვარლებიც და ჩემი მრავალრიცხოვანი შვილებიც”. (ავტორი გენია.ჯი)