ზიგმუნდ ფროიდის შესახებ…
ერთ-ერთ უდიდეს ავსტრიელ ფსიქოლოგსა და ფსიქოანალიზის ფუძემდებელ - ზიგმუნდ ფროიდს (1856-1939 წლები),პანიკური შიში ჰქონდა ციფრი 62-ის.ამის გამო იგი აღნიშნულ ციფრს არც არასდროს ახსენებდა და არც არასდროს წერდა.გარდა ამისა,არასოდეს შედიოდა სასტუმროს იმ ნომერში,რომელსაც ასეთი ციფრი ამშვენებდა.ცნობილია,რომ ფროიდი მწყრალად იყო განწყობილი მუსიკის მხრივადაც.ის არასდროს მიდიოდა იმ რესტორანში,სადაც ცოცხალი შესრულებით სრულდებოდა მელოდიები.საკუთარ დას,რომელიც ფორტეპიანოს სწავლობდა,პიანინო გადააგდებინა სახლიდან,ულტიმატუმით: ” – ან მე,ან პიანინო”. (ავტორი გენია.ჯი) ამ საქციელით კი საბოლოოდ დაუსვა წერტილი საკუთარი დის მომავალ მუსიკალურ კარიერას.იგი იმდენად ეგოისტურად იყო განწყობილი საკუთარი პერსონის მიმართ,რომ მეუღლესაგან მოითხოვდა უდიდესს და განუზომელ სიყვარულს.ზიგმუნდმა არა ერთხელ დააყენა მეუღლე არჩევანის წინაშე,რადგან მას სთხოვდა ყოველგვარი კავშირი გაეწყვიტა მშობლებთან და ნათესავებთან.იმ შემთხვევაში თუკი ის თუ ამას არ გააკეთებდა განქორწინებით ემუქრებოდა.მან მოახერხა მეუღლეს მეტად არაორდინალური გადაწყვეტილება მიეღო და ყოველგვარი კავშირი გაეწყვიტა საკუთარ ოჯახთან.მიუხედავად ასეთი რთული და უხიაგი ხასიათისა,მისი დაბადებიდან 150 წლის შემდეგ კაცობრიობა მაინც იტყვის:
“150 წლის წინ დაიბადა ადამიანი,რომელმაც დასაბამი დაუდო ჩვენს მოგზაურობას სულის დაუსრულებელ სიღრმეებში”. (ავტორი გენია.ჯი)