ცნობილი ადამიანების “უკანასკნელი სიტყვები”…
1. გამოჩენილი ფრანგი მხატვრისა და ბაროკოს სტილის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენლის - ჟან ანტუან ვატოს (1684-1721 წლები) უკანასკნელი სიტყვები გახლდათ:
“მომაცილეთ ეს ჯვარი! როგორ შეიძლებოდა მასზე,იესო ქრისტეს ასე ცუდად გამოსახვა”.
2. ცნობილი რუსი ფიზიოლოგისა და მატერიალური სწავლების დამაარსებლის - ივანე პავლოვის (1849-1936 წლები) უკანასკნელი სიტყვები იყო:
“აკადემიკოსი პავლოვი დაკავებულია.იგი კვდება!”
3. გამოჩენილმა ფრანგმა ნატურალისტმა,იქტიოლოგმა და სახელმწიფო მოღვაწემ – გრაფ დე ლასეპედმა (1756-1825 წლები),საკუთარ ვაჟს შემდეგი უკანასკნელი სიტყვები უკარნახა:
“ჩარლზ,დიდი ასოებით დაწერე სიტყვა დამთავრდა! ბოლოში კი ჩემი ხელრთვა დაუსვი”. (ავტორი გენია.ჯი)
4. დიდი ფრანგი ფიზიკოსისა და ქიმიკოსის – ჟოზე ლუი გეი-ლუსაკის (1778-1850 წლები),უკანასკნელი სიტყვები გახლდათ:
“რა სამწუხაროა წასვლა,ასეთ საინტერესო მომენტში”.
5. საფრანგეთის მეფის ლუდოვიკო XV-ის უმცროსი ღვიძლი დის - მარია ლუიზას (1737-1787 წლები) უკანასკნელი სიტყვები იყო:
“ჭენებით ზეცისკენ! ჭენებით ზეცისკენ!”
6. გამოჩენილი ამერიკელი მწერალი ქალი - გერტრუდა სტაინის (1874-1946 წლები) უკანასკნელ სიტყვებს წარმოადგენდა:
” – კითხვა რაშია? კითხვა რაშია? თუ კი კითხვა არ არსებობს,მაშინ პასუხიც არ იარსებებს”.
7. შესანიშნავი ამერიკელი დრამატურგის,მწერლისა და “ნობელიანტის” - იუჯინ ო ნილის (1888-1953 წლები) უკანასკნელი სიტყვები იყო:
“ასეც ვიცოდი! ასეც ვიცოდი! დავიბადე სასტუმროში და… ეშმაკმა დალახვროს… სასტუმროშივე ვკვდები”.
8. გენიალური გერმანელი ფილოსოფოსის - ემანუელ კანტის (1724-1804 წლები) უკანასკნელი სიტყვა გახლდათ:
“საკმარისია!” (ავტორი გენია.ჯი)
9. ინგლისის მეფის ჯორჯ VI-ეს (1895-1952 წლები) უკანასკნელი სიტყვები იყო:
“ბერები… ბერები… ბერები…”
10. რომის პაპის ალექსანდრე VI-ის (1431-1503 წლები) უკანასკნელი სიტყვები გახლდათ:
“გთხოვთ,მოიცადეთ ერთი წუთით”.