“სპარსული ნაგავი”
“სპარსული ნაგავი” – ინფგლისურ ენაზე – “The Perserschuft”.ამ უცნაური სახელით მოიხსენიებენ არქიტექტურულ და სკულპტულურ დეტალებს,რომლებიც დაზიანებულ და განადგურებულ იქნა ძვ.წ.აღ-ით 480-479 წლებში,უძველესი საბერძნეთის დედაქალაქ ათენში,სპარსი დამპყრობლების მიერ.ბერძენ-სპარსელთა ომების სერიის დროს,სპარსულმა არმიამ ძვ.წ.აღ-ით 480 წელს,აიღო ათენის აკროპოლისი.იმ დროისათვის ქალაქი სრულიად დაცლილი გახლდათ ბერძენი მოსახლეობისაგან და როდესაც ისინი მას დაუბრუნდნენ,აღმოაჩინეს სპარსი დამპყრობლების მიერ განადგურებული და გაძარცვული ტაძრები. (ავტორი გენია.ჯი) მთელ ქალაქსა და რელიგიურ ცენტრებში კი სრულად იქნა იავარქმნილი,ძველბერძენთა როგორც რელიგიური წმინდანების,ისე ჩვეულებრივი სამოქალაქო დანიშნულების მქონე სკულპტურები და ქანდაკებები.ბერძნებმა ერთად მოუყარეს თავი განადგურებული ძეგლების დეტალებს და მიწაში ღრმად ჩამარხეს.იავარქმნილი ტაძრების ადგილებზე კი სრულიად ახალი სამლოცველოები ააგეს.”სპარსულ ნაგავად” წოდებული სამარხის ერთი ნაწილი,აღმოჩენილ იქნა 1863-1866 წლებში ცნობილი ფრანგი არქეოლოგის შარლ ერნსტ ბიოლეს (1826-1874 წლები) მიერ,ხოლო მეორე ნაწილი კი აღმოჩენილ იქნა გერმანელი არქეოლოგის – ვილჰელმ დიორპფელდისა და ბერძენი არქეოლოგის – პანაიოტას კავადასის მიერ.აღნიშნული არქეოლოგიური აღმოჩენა,ძალიან დიდი ისტორიული,კულტურული და რელიგიური დატვირთვის მატარებელი გახდა.რადგან იმ დეტალების ნაწილები (ზოგიერთი დეტალს საღებავების კვალიც ეტყობოდა),რაც სპეციალისტების მიერ იქნა ნაპოვნი,თვალნათელ სურათს გვიხატავდა იმ პერიოდის ბერძენთა და სპარსთა ისტორიული დაპირისპირების შესახებ. (ავტორი გენია.ჯი)