ჯონ ბრაუნის „ბოლო სიტყვა სასამართლოზე”
ჯონ ბრაუნი (1800-1859 წლები) – წარმოადგენდა ერთ-ერთ პირველ თეთრკანიან აბოლიციონისტს (შავკანიანთა მონობის წინაღმდეგ მიმართული მოძრაობა XVIII-XIX საუკუნებში), რომელიც შავკანიანთა უფლებების დაცვისათვის, მონობისაგან დახსნისათვის და თავისუფლებისათვის მიზანშეწონილად მიიჩნევდა ნებისმიერი სახის ბრძოლას, მათ შორის ტერორისტულ და ძალადობრივ აქტებს.1857-1858 წლებში თავის ირგვლივ შემოიკრიბა ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებთან ერთადაც ამერიკის სამხრეთ შტატებში განახორციელა „ანტიმონური აჯანყება”. აღნიშნულ ამბოხს მსხვერპლი მოჰყვა, რის შემდეგაც იგი დაკავებულ იქნა. (ავტორი გენია.ჯი) სასამართლომ ჯონ ბრაუნს სიკვდილით დასჯა (ჩამოხრჩობით) მიუსაჯა. მისი „ბოლო სიტყვა” სასამარათლო სხდომაზე შემდეგი გახლდათ:
„მე ვალდებული ვარ, რამდენიმე სიტყვა წარმოვსთქვა. პირველ რიგში უარვყოფ ყოველგვარ დანაშაულში მონაწილეობას, გარდა იმისა, რომ ვიბრძოდი შავკანიანების თავისუფლებისათვის და მათი მონობისაგან დახსნისათვის. მე მსურდა ყოველივე ეს არაძალადობრივი გზებით მიმეღწია, ისევე როგორც გასულ ზამთარს მივაღწიე მისურის შტატში. აღნიშნული შტატიდან იარაღის ერთი გასროლის გარეშე გამოვიყვანე შავკანიანი მონების ჯგუფი, რომლებიც შემდგომ კანადაში გადავიყვანე და თავისუფლება მივანიჭე. ამის შემდგომ კვლავ ანალოგიური აქტის ჩადენა მინდოდა, თუმცა შედარებით უფრო დიდი მასშტაბებით. სწორედ ეს იყო ჩემი მიზანი და არასოდეს მიფიქრია ვინმეს მკვლელობაზე, ძარცვაზე და სხვისი ქონების მიტაცებაზე. „ბიბლია” გვასწავლის, რომ ადამიანებს არასოდეს არ უნდა გაუკეთო ის, რაც თავად არ გსურთ გაგიკეთონ მათ. მე სწორედ ამ შეგონებისა და სწავლების თანახმად ვმოქმედებდი. დღემდე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი მოქმედებები აბსოლუტურად მართალ საქმეს ემსახურებოდა. მე სიხარულით შევხვდები სიკვდილს მილიონობით ადამიანის ბედნიერებისათვის. იმ ადამიანებისათვის, რომელთაც ქრისტიანულ რესპუბლიკაში ჩამორთმეული ჰქონდათ ყველა ადამიანური უფლება”. (ავტორი გენია.ჯი)
P.S. 59 წლის ასაკში მყოფი – ჯონ ბრაუნი სიკვდილით დასჯილი იქნა 1859 წლის 2 დეკემბრის დილის 11 საათზე ვირჯინიის შტატის ქალაქ ჩარლსტონის ციხეში. როგორც თვითმხილველები ამბობდნენ, იგი სიკვდილს მამაცურად შეეგება. მალევე მოწამეობრივი სიკვდილით აღსრულებული ჯონ ბრაუნი აბოლოციონისტთა წამებულ წმინდანად იქცა, ხოლო მისი იდეოლოგია ერთობ პოპულარულ მიმდინარეობად პურიტანელ-იანკებში. (ავტორი გენია.ჯი)