დოვ გნუვერის მიმართვა ბრიტანელებს…
დოვ გნუვერი (1912-1947 წლები) – წარმოადგენდა სიონისტთა ახალგაზრდული ორგანიზაციის “ბეითარის” ერთ-ერთ აქტიურ წევრს და მებრძოლს ისრაელის დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის.გარდა ამისა,იგი გახლდათ იატაქვეშა ორგანიზაციის “ეცელის” მებრძოლი.დოვ გნუვერი,თანამებრძოლებთან ერთად 1946 წლის 23 აპრილს,ისრაელში მდებარე ქალაქ რამათ-განში,იარაღის დაუფლების მიზნით თავს დაესხა ბრიტანულ საპოლიციო განყოფილებას,რა დროსაც ატეხილ სროლას მოჰყვა მსხვერპლი,როგორც ერთი მხრიდან,ასევე მეორე მხრიდანაც.თავად გნუვერი,შეტაკების დროს მძიმედ დაიჭრა და იგი დაკავებულ იქნა.დაკავების შემდგომ 9 თვის მანძილზე რამდენიმე რთული ოპერაციის გადატანა მოუწია. (ავტორი გენია.ჯი) 1947 წლის 1 იანვარს,მისი საქმე გადაეცა იერუსალიმის სამხედრო სასამართლოს.ბრალი დასდეს ბრიტანელი ჩინოვნიკების მკვლელობის მცდელობაში.მან კატეგორიული უარი განაცხადა ადვოკატის აყვანაზე.გარდა ამისა უარი თქვა ივრითის ენის გარდა სხვა ენაზე ჩვენების მიცემისაგან.დონ გნუვერი,რომელიც არ სცნობდა ბრიტანელთა ხელისუფლების უფლებამოსილებას ისრაელში,სასამართლოზე ბრიტანელებს შემდეგი განცხადებით მიმართა:
“თქვენ გადაწყვიტეთ ებრაელ ხალხს წაართვათ არა სხვა უცხო მიწის გასაღები,არამედ იმ მიწისა,რომელიც თავად უფლის მიერ იქნა ჩვენთვის ნაბოძები და იმ მიწისა,რომელზეც უამრავი თაობების შვილებს სისხლი დაუღვრიათ.თქვენ დაარღვიეთ ხელშეკრულება,რომელიც დადებულ იქნა არა მარტო ჩვენს ერთან,არამედ მთელ მსოფლიოსთან.სწორედ ამიტომ თქვენი ხელისუფლება მოკლებულია ყოველგვარ კანონიერ უფლებებს და იგი დგას მხოლოდ ძალადობაზე.ხოლო თუკი ხელისუფლება არაკანონიერია – მოქალაქეებს სრული უფლება აქვთ იბრძოლონ მის წინააღმდეგ და დაამხონ იგი.ებრაელი ახალგაზრდები იბრძოლებენ მანამ,სანამ თქვენ არ დატოვებთ ჩვენს სამშობლოს და არ გადასცემთ მას,მის კანონიერ მფლობელს – ებრაელ ერს.იცით? ქვეყნიერებაზე არ არსებობს რაიმე ისეთი ძალა,რომელსაც ძალუძს ერთმანეთს მოსწყვიტოს ებრაელი ერი და ისრაელი. და ვინც კი ამის გაკეთებას შეეცდება,აუცილებლად გათვითცნობიერებული უნდა ჰქონდეს,რომ ორივე ხელი მოეკვეთება და იქნება წყეული უკუნითი უკუნისამდე”. (ავტორი გენია.ჯი)
P.S. დოვ გნუვერი სასამართლომ დამნაშავედ სცნო ყველა წარდგენილ ბრალდებაში და მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯა,რაც აღარულეს 1947 წლის 16 აპრილს. (ავტორი გენია.ჯი)