ლუდის შესახებ…

უდიდესი ძველბერძენი ფილოსოფოსი და დრამატურგი – სოფოკლე (ძვ.წ.აღ-ით 497-406 წლები) მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავდა, რომ მათ ჯანმრთელობის გასაკაჟებლად უცილობლად უნდა მოეხმარათ ისეთი საკვები პროდუქტები, როგორებიც არის – ხორცი, ბოსტნეული, პური და ლუდი.ამ რეკომენდაციას ეთანხმებოდნენ და ითვალისწინებდნენ,ისეთი დიდი ძველბერძენი დრამატურგი და ტრაგიკოსი,როგორებიც იყვნენ – ესქილე და ევრიპიდე.

საღვთო რომის იმპერატორი შტაუფენტთა დინასტიიდან – ფრიდრიხ I ბარბაროსა (1112-1189 წლები),იმდენად დიდი მოყვარული გახლდათ ლუდის,რომ კანონში სპეციალური პუნქტიც კი შეიტანა მის შესახებ.კერძოდ,აღნიშნული პუნქტის მიხედვით – ლუდი,მოსახლეობისათვის ერთ-ერთ ძირითად კვების პროდუქტად იყო მიჩნეული და მისი დალევა საღვთო რომის იმპერიის ყოველი მოქალაქისათვის სავალდებულო ფუნქციას ატარებდა. (ავტორი გენია.ჯი)

პრუსიის მეფე – ფრიდრიხ II დიდი (1712-1786 წლები),ასევე დიდი მოყვარული გახლდათ მცირეალკოჰოლის შემცველი არომატული სასმელის ლუდის.მან ერთ-ერთი შეხვედრის დროს დამსწრე საზოგადოებას განუცხადა:

“ყოველი ადამიანი პრუსიაში ყავას მიირთმევს,ეს მავნე ჩვევა კი აუცილებლად შეძლებისდაგვარად აუცილებლად უნდა აიკრძალოს.ჩემმა ხალხმა ყავის დალევას უნდა შეეშვას და მის ნაცვლად აუცილებლად ლუდი უნდა მიირთვას”.

ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე ღვაწლმოსილი დამფუძნებელთაგანი,სახელმწიფო მოღვაწე,მეცნიერი და გამომცემელი – ბენჯამინ ფრანკლინი (1706-1790 წლები),ლუდის შესახებ წერდა:

“ლუდი – კიდევ ერთი უტყუარი დადასტურებაა იმისა,რომ ღმერთს უყვარს კაცთა მოდგმა და მას სურს რომ კაცობრიობა ბედნიერი იყოს”. (ავტორი გენია.ჯი)