ჰაინრიხ შლიმანის წარმატების საიდუმლო…
დიდი გერმანელი არქეოლოგი - იოჰან ლუდვიგ ჰაინრიხ იულიუს შლიმანი (1822-1890 წლები),ავტორია ისტორიაში ერთ-ერთი ისეთი უდიდესი აღმოჩენისა,რასაც - “ტროა”,ჰქვია (აღმოაჩინა 1873 წლის 14 ივნისს).სწორედ ის გახლდათ პირველი არქეოლოგი და მკვლევარი,რომელმაც ლეგენდარული ტროას ტერიტორიაზე მიაკვლია ტროას მეფის – “პრიამოსის განძს”.აღსანიშნავია,რომ თავის მემუარებში ჰაინრიხ შლიმანი ამ უნიკალურ აღმოჩენას,ჩაის კულტურას უკავშირებს.შლიმანი,ჯერ კიდევ შვიდი წლის ასაკში აცხადებდა,რომ ტროას აღმოაჩენდა.გარდა ამისა იგი ირწმუნებოდა,რომ გენიალური ძველბერძენი პოეტის - ჰომეროსის (ძვ.წ.აღ-ით VIII საუკუნე),მიერ დაწერილ პოემაში – “ილიადაში” მოყვანილი ფაქტები არა გამოგონილი,არამედ რეალური საფუძვლების მატარებელი იყო. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად მისი უდიდესი მიზნისა,მას არ გააჩნდა ისეთი ეკონომიკური მდგომარეობა,რომ დამოუკიდებლად ეწარმოებინა არქეოლოგიური გათხრები,ამ უდიადესი ქალაქისა.გონიერმა ჰაინრიხმა,იმისათვის,რომ ფული შეეგროვებინა და დაეწყო მისი ოცნების ასრულება,თავდაპირველად ბამბით ვაჭრობას მიჰყო ხელი.თუმცა მას შემდეგ,რაც ბამბა ძალიან გაძვირდა,იძულებული გახდა სხვადასხვა პროდუქტებით ევაჭრა.საბოლოოდ ყველა სავაჭრო კულტურა,მხოლოდ ჩაის კულტურით ჩაანაცვლა და არც შემცდარა.მოგვიანებით ჰაინრიხ შლიმანი იგონებდა:
“ჩემი პირველი ჩაის პარტია,ბატონ შრიოდერს გავუგზავნე ბრიტანეთში.აღნიშნული პარტია კი ჩაის 30 ყუთისაგან შედგებოდა.როგორც კი ეს სავაჭრო კომბინაცია წარმატებით დასრულდა,დავიწყე შედარებით უფრო დიდი პარტიების გაგზავნა.მომდევნო პარტიებმა შეადგინა,ჯერ 1000 ყუთი ჩაი,შემდეგ 2000,3000 და საბოლოოდ იმდენ ფულს მოვუყარე თავი,რომ ძალიან იაფად შევიძინე ჩაის საწყობი ბატონი ჰიურზცბურგისაგან სანკტ-პეტერბურგში.ამ მოვლენამ ექვს თვეში 140,000 მარკა მოგება მომიტანა.სწორედ ჩაის ვაჭრობიდან შევაგროვე თანხა,რომელმაც ჩემი სიცოცხლის ყველაზე ბედნიერი წუთები მაჩუქა.მე აღმოვაჩინე ის ლეგენდარული ქალაქი – ტროა,რომელსაც დრო-ჟამმა მტვერი და მიწა გადააყარა,თუმცა მის ისტორიას კი მაინც ვერაფერი დააკლო”.
P.S. ჰაინრიხ შლიმანი გარდა იმისა,რომ უდიდესი აღმოჩენის ავტორი გახლდათ,ასევე დიდი პოლიგლოტიც იყო და მას ოცზე მეტ ენაზე შეეძლო მეტყველება. (ავტორი გენია.ჯი)
ჰაინრიხ შლიმანის მიერ აღმოჩენილი ლეგენდარული ქალაქი – ტროა