კონფუცის ნააზრევი…
1. “მასწავლებელმა თქვა: როცა ჩემს წინაშე სიკეთეს ვხედავ,წინ ისე გავრბივარ,მეშინია,არ ჩამოვრჩე,როცა ჩემს წინ ბოროტებას ვხედავ,მე ისე შორს გავრბივარ,თითქოს ფეხი მდუღარეში ჩამედგას”.მე გამიგია ასეთი სიტყვები და მინახავს ასეთი ადამიანები.
“მე ვცხოვრობ განმარტოებით,რომ მივაღწიო საკუთარ მიზანს და ვმოქმედებ იმის შესაბამისად,რომ ავირიდო საკუთარი სიმართლე”.მე გამიგია ეს სიტყვები,მაგრამ არსად შემხვედრია ასეთი ადამიანი.
2. არსებობს სამი სასარგებლო და სამი მავნე მეგობარი.ესენია: პირდაპირი მეგობარი,გულახდილი მეგობარი და ბევრის მცოდნე მეგობარი.მავნეები კი არიან პირფერი,არაგულახდილი და მოლაყბე მეგობრები.
3. ის,ვისაც შეუძლია უკან მიბრუნებულ მასალაში ახლის აღმოჩენა,მასწავლებლობის ღირსია. (ავტორი გენია.ჯი)
4. ის,ვინც აზროვნების გარეშე სწავლობს,შეცდომებში ვარდება,ის,ვინც აზროვნებს და სწავლა არ სურს,წინააღმდეგობაში ვარდება.
5. კეთილშობილმა ადამიანმა იცის თავისი უპირატესობა და ერიდება ჯიბრს,იგი არავისთან დაობს.
6. კეთილშობილი არ ჭამს გაძღომამდე,არ ილტვის ქონებისაკენ,იგი წარმატებას აღწევს საქმეებში,მაგრამ აყოვნებს სიტყვებში – კეთილშობილი ადამიანი ურთიერთობით ხვეწს თავს.
7. კეთილშობილი ადამიანი ცხოვრებაში სამ რამეს უნდა უფრთხოდეს: ახალგაზრდობაში ქალებით გატაცებას,ზრდასრულობაში ჯიბრიანობას,სიბერეში სიძუნწეს.
8. ადამიანს გონიერებისაკენ სამი გზა აქვს: აზროვნების გზა – ყველაზე კეთილშობილური გზა; მიბაძვის გზა – ყველაზე იოლი გზა და პირადი გამოცდილების გზა – ყველაზე რთული გზა. (ავტორი გენია.ჯი)
9. გაუწვრთნელი და უსწავლელი ხალხის ომში გაგზავნა მათ გაწირვას ნიშნავს.
10. სწავლა გააზრების გარეშე უსარგებლოა,მაგრამ განსჯაც სწავლის გარეშე საშიშია.