წმინდა გრიგოლ პალამას შეგონება…
“გონებად იწოდება ჩვენი შემეცნებითი ქმედებაც,ანუ აზრთა აღმოცენება და ფიქრი და ის ძალაც,რომელიც აღმოაცენებს მათ: ეს ძალა საღმრთო წერილში გულადაც იწოდება.სწორედ ამ გონებითი ძალის გამო,რომელიც უმთავრესია ჩვენს ადამიანურ ბუნებაში მოქმედ სხვა ძალთაგან,ჩვენს არსებაში დამკვიდრებული უკვდავი სული არის მოაზროვნე,გონიერი რამ.
ლოცვებით გამოწრთობილ-განწმენდილი გონებითი ქმედება მდგომარეობს განუწყვეტელ ფიქრში შემოქმედ ღმერთზე,მის დიდებულებასა და უსაზღვრობაზე და ამით გონება უმჯობესი და წმინდა ხდება.მაგრამ აუცილებელია სულის ყველა სხვა ძალაც განიწმინდოს,რამეთუ ადამიანის სული ისეთი ერთიანი რამაა,რასაც მრავალი სხვადასხვა ძალა აქვს, და თუკი ერთშიც კი ამ ძალთაგან ბოროტება შეიპარება,იგი მთლიანად შეიბილწება,რადგან სულის ყველა ძალა მჭიდრო ურთიერთკავშირშია სწორედ მისი ამ მთლიანობის გამო”. (ავტორი გენია.ჯი)