ეგვიპტელი ბერისა და ეშმაკის ბრძოლა…
ერთ-ერთ ეგვიპტელ ასკეტ ბერს,რომელიც ღვთისადმი დიდი სიყვარულითა და რწმენით გამოირჩეოდა,ეშმაკი განსაკუთრებით ებრძოდა.ერთხელაც გამოეცხადა ბერს ეშმაკი და უთხრა,რომ სამი ცოდვიდან – კაცის კვლა,მრუშობა და ღვინით თრობა – ერთ-ერთი აუცილებლად უნდა შეესრულებინა,რის შემდეგაც მასთან სასტიკი ბრძოლით დაღლილს,საბოლოოდ თავს დაანებებდა და საშუალებას მისცემდა უდაბნოში მშვიდი ცხოვრებით ეცხოვრა. (ავტორი გენია.ჯი) ეშმაკისაგან შეწუხებული ბერი დაფიქრდა – თუ კაცს მოვკლავ,სულს დავიმძიმებ,თუ ვიმრუშებ,ამდენი ხნის წმინდად ნაცხოვრებ ღვაწლს წყალში გადავყრი.მოდი დავითრობი,დავიძინებ,გამოვფხიზლდები და ასე გადავურჩები ეშმაკსო.მცირე ცოდვად ბერმა დათრობა მიიჩნია და ქალაქის ერთ დუქანს მიაშურა.დუქანში შესული ბერი ღვინით ძალიან გამოთვრა.მთვრალ ბერს მოულოდნელად გვერდით მეძავი მიუჯდა და აცდუნებდა.ღვინით გატანგულმა ბერმა ცდუნებას ვეღარ გაუძლო,თავი ვერ მოთოკა.მეძავმნა ბერი სახლში წაიყვანა,სადაც მათ მეძავის ქმარმა მიუსწრო.მათ შორის წარმოქმნილმა ფიზიკურმა კონფლიქტმა კი მეძავის ქმარი,სწორედ ბერის ხელისაგან შეიწირა.შესაბამისად ეშმაკის მიერ შეთავაზებული სამივე ცოდვიდან ბერმა სამივე მემთვრალეობით ჩაიდინა.
ქრისტიანული სწავლების მიხედვით,თვით ეშმაკეულის განკურნებაც კი შეიძლება მღვდლის ლოცვით,მაგრამ მთვრალ,გონებადაბინდულ ადამიანს ვერაფერს შეასმენ და ამ Sემთხვევაში ლოცვაც კი უძლურია. (ავტორი გენია.ჯი)