მოზამბიკის რესპუბლიკა

მოზამბიკი - (ოფიციალური სახელწოდება – მოზამბიკის რესპუბლიკა),წარმოადგენს სახელმწიფოს სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკაში.აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ინდოეთის ოკეანე,ჩრდილოეთიდან ტანზანია,ჩრდილოეთ-აღმოსავლეთიდან ზიმბაბვე,ხოლო სამხრეთიდან სამხრეთ აფრიკა და სვაზილენდი.ქვეყნის დედაქალაქი – მაპუტუა,1,244,227 მაცხოვრებლით.იგი ადრე პორტუგალიის კოლონია გახლდათ,თუმცა მისგან დამოუკიდებლობა 1975 წელს მოიპოვა.ვალუტა – მოზამბიკური მეტიკალია.ოფიციალური სახელმწიფო ენა პორტუგალურია.ქვეყნის მოსახლეობა 21,397,000 ადამიანია და ამ მაჩვენებლით,მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით 55-ე ადგილს იკავებს.ტერიტორიის ფართობი კი 801,590 კვადრატული კილომეტრია,რაც მას სხვა ქვენებთან შედარებით 35-ე ადგილზე აყენებს.კლიმატი,ქვეყნის ჩრდილოეთით სუბეკვატორულია,დასავლეთით კი ტროპიკული.იგი მდიდარია ფლორისა და ფაუნის უნიკალური სახეობებით. (ავტორი გენია.ჯი) ქალაქებში მოზამბიკის მოსახლეობის 37% ცხოვრობს.რელიგიური მრწამსის მხრივ,ქვეყნის მოსახლეობის 24 % კათოლიკეა,18 % მუსულმანი,23 % ათეისტი.გარდა ამისა,ასევე არსებობს კიდევ სხვადასხვა რელიგიური კონცეფსიის ხალხები.სულ მოზამბიკში 37 ქალაქია,რომლის მოსახლეობაც თითოეულში 24,000 კაცს აღემატება.ქვეყანა სულ თერთმეტ პროვინციად იყოფა და მათ შორის ყველაზე დიდი – ნიასას პროვინციაა.ქვეყნის ხელმძღვანელი პრეზიდენტია,რომელსაც საყოველთაო არჩევნების წესით 5 წლის ვადით ირჩევენ.საკანონმდებლო ორგანო კი პარლამენტია (რესპუბლიკის ერთპალატიანი ასამბლეა),რომელშიც 250 დეპუტატია არჩეული 5 წლიანი ვადით.მოზამბიკის ყველაზე დიდი და ძლიერი პარტიებია – ფრელიმო და რენამო.თავდაპირველად აღნიშნული ქვეყნის ტერიტორიაზე სახლობდნენ ბუშმენებისა და გოტენტოტების ხალხები,რომლებიც კარგი ნადირობის თვისებებით გამორჩეული ხალხი იყო.V-IX საუკუნეებში,კი იქ გადადის ბანტუს ჯგუფის ხალხიც.VIII საუკუნეში,მოზამბიკის ტერიტორიაზე გამოჩნდა არაბები,რომლებმაც ხელსაყრელი სავაჭრო ფაქტორების გამო,ერთობ მოიკიდებ ქვეყანაში ფეხი.ისინი ინდოეთის სანაპიროზე განფენილ ქვეყანაში ვაჭრობდნენ ოქროთი,სპილოს ძვლითა და სხვადასხვა ცხოველების ძვირფასი ბეწვით.XV საუკუნეში ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ადრეფეოდალური სახელმწიფო – მონომოტაპა.1498 წელს,კი გამოჩნდნენ პირველი ევროპელები,კერძოდ პორტუგალიური ექსპედიცია – ვასკო და გამას ხელმძღვანელობით.სწორედ ამ პერიოდიდან იწყება მონომოტაპას (მოზამბიკის) პორტუგალიურ კოლონიად ქცევა..ქვეყანამ დამოუკიდებლობა პორტუგალიის ბატონობისაგან 1975 წლის 25 ივნისს მოიპოვა.ექსპორტზე გადის შაქარი,ალუმინი,ციტრუსი და სხვა პროდუქტები.მოზამბიკის რესპუბლიკის მთავარი იმპორტ-ექსპორტიორი ქვეყნებია ნიდერლანდები და ჩინეთი.მიუხედავად ამისა,ქვეყნის უმთავრეს ეკონომიკურ დარგს,სოფლის მეურნეობა წარმოადგენს.თანამედროვე მოზამბიკის რესპუბლიკა,სხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად ”გაეროს” წევრი ქვეყანაცაა. (ავტორი გენია.ჯი)

 
მოზამბიკის რესპუბლიკის ეროვნული გერბი

მოზამბიკის რესპუბლიკის დედაქალაქი – მაპუტუ

მოზამბიკის რესბუბლიკა რუკაზე