“ქარის სახეობები”
1. ავღანელი – წარმოადგენს ცენტრალურ აზიაში მქროლავ ქარს,რომელიც ძირითადად გავრცელებულია ამუდარიის (უმთავრესი მდინარე ცენტრალური აზიისა) ზემო ნაწილში.აღსანიშნავია,რომ ქარი ამოსვლის შემთხვევაში,რამდენიმე დღე და თვეც კი გრძელდება.ავღანეთში,აღნიშნულ ქარს – კარა-ბურანს უწოდებენ,რაც თარგმანით – “შავ ქარიშხალს” ნიშნავს.
2. აირონ ვინდი - რომელსაც “ყვითელ ქარსაც” უწოდებენ.იგი ძირითადად ქრის ცენტრალური ამერიკის ქვეყნებში,ზედიზედ რამდენიმე დღის მანძილზე თებერვალსა და მარტში.ის ძალიან ძლიერი და სახიფათო ჩრდილოეთ-აღმოსავლეთის ქარია. (ავტორი გენია.ჯი)
3. მოაცაგოტლი - რომელსაც “თხის წვერსაც” უწოდებენ,ფაქტიურად ქარი არ არის და მხოლოდ ნიავია,რომელიც თბილი ფენის ჰაერით გამოირჩევა და ძირითადად მთის კალთებზე იცის ქროლვა.
4. კოკ-აიდ-ბობი - რომელსაც მოიხსენიებენ “ელამ ქარად”,რომელიც ძირითადად გავრცელებულია ავსტრალიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.
5. დოქტორი - ეს გახლავთ ზაფხულის ცივი ზღვის ქარი,რომელმაც მოქმედება დღის მეორე ნაწილში იცის სანაპიროზე.
6. დედაკაცის ქარი - ეს გახლავთ კამჩატკის კუნძულების სუსტი ქარი.
7. საზამთროს ქარი - რომელიც ქრის თურქეთის ეგეოსის ზღვის სანაპიროზე,მაშინ როდესაც საზამთროს კრეფის პერიოდია ამ ქვეყანაში.სახელიც სწორედ ამ მოვლენის გამო შეურჩიეს ამ ქარს.
8. პლაქსუნი - ეს გახლავთ დასავლეთის ქარი,რომელიც გავრცელებულია არხანგელსკის სანაპიროებზე.
9. თეთრი გრიგალი - რომელიც იწვევს ძლიერ ზღვის ტალღებსა და მოქუფულ ცას.ეს ქარი ერთ-ერთი სახიფათო ქარია დედამიწაზე. (ავტორი გენია.ჯი)
10. ფანჯარა - ეს გახლავთ ქროლვითი ქარი,რომელიც ხასიათდება არც თუ ისე ძლიერი ქროლვით.თუმცა იწვევს შავ ღრუბლებსა და წვიმას.
11. მისტრალი - ერთ-ერთი ძლიერი და სახიფათო ქარია,რომელიც იწოდება,როგორც ქარიშხალი.იგი ძირითადად მცირე აზიისა და საჰარას უდაბნოების ტერიტორიაზე ვრცელდება.
12. სამუმი – (თაკარა ქარი) წარმოადგენს უდაბნოებში მქროლავ ცხელ ქარს,რომელსაც ასევე მოიხსენიებენ,როგორც – “ქვიშის ურაგანი (ქარიშხალი)”.იგი ძირითადად ქრის არაბეთის ნახევარკუნძულისა და ჩრდილოეთ აფრიკის უდაბნოებში.პირველი ცნობები – სამუმის შესახებ,ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ-ით V საუკუნეში მოგვაწოდა,დიდმა ძველბერძენმა ისტორიკოსმა – ჰეროდოტემ.
13. აკვილონი – (ჩრდილოეთის ქარი),ასე მოიხსენიებდნენ ძველი რომაელები ჩრდილოეთის ქარს,რომელიც შესატყვისობაში მოდიოდა ძველბერძნული მითოლოგიის ჩრდილოეთის ქარის ღვთაებასთან – ბორეისთან.
14. ანტიპასატი – გახლავთ პასატების დასავლეთით მქროლი ქარი,რომელიც განსაკუთრებულ სიძლიერეს ეკვატორთან აღწევს.ადრეულ ეპოქებში მიიჩნევდნენ,რომ იგი პასატების საწინააღმდეგოდ მქროლავი ქარი იყო,თუმცა მოგვიანებით ეს თეორემა არ დადასტურდა.
15. ბორა – (ჩრდილოეთის ცივი ქარი),წარმოადგენს ძლიერად მქროლავ ცივ ქარს,რომელიც ძირითადად გავრცელებულია ადრიატიკის ზღვასა და რუსეთში.ბორას დროს შესაძლოა ტემპერატურა – 20 ან -40 გრადუს ცელსიუსამდეც კი დაეცეს.