ჩემს საქართველოს!!!

იმედი მაღლა დროშასავით უნდა ავწიო,

არ დაუჯეროთ მკლავში ამის ძალა დამაკლდეს.

რომ დაიძახონ ქართველები ქუდზე კაციო,

ცხრათავიანი თუ არ გავხდე ძაღლი ჩამაკვდეს.

***

ბრძოლით ჩავლილი საიქიოს ჩასახედარი,

სისხლის მირონი ჩასდიოდეს მხრიდან სამკლავეთს,

მერე აიღეთ დაჩეხილი ჩემი ცხედარი

და ჩემს მიწაში სადმე უხმოდ მიმასაფლავეთ…