ლორან ლუის “სკანდალური გამოსვლა ბრიუსელში”
“…შეიძლება მოგეჩვენოთ,რომ მე აქ ვხუმრობ,მაგრამ სინამდვილეში,რაც დღეს მსოფლიოში ხდება,სრულებით არ მეჩვენება სასაცილოდ,რადგან სიტუაცია ეჭვშეუვალად ისეთია,რომ დასავლეთის ქვეყნების მთავრობები თავიანთ საკუთარ მოსახლეობას იდიოტებად თვლიან.მოსახლეობის გამოთაყვანება ხდება მასობრივი საინფორმაციო საშუალებების დახმარებით,რომლებიც არანაკლებ საშიშია მმართველ ელიტაზე.
ვხედავთ,რომ მთელ მსოფლიოში იმატა ქვეყნებში საომარმა შეჭრამ და ხელისუფლებების ჩამოგდებებმა – დღეს პრევენციული ომები გახდა წესი.დემოკრატიისა და ტერორიზმთან ბრძოლის სახელით ზოგიერთი სახელმწიფო თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას რომ დაარღვიოს სხვა ქვეყნის სყვერენიტეტი და დამოუკიდებლობა,დაამხოს ლეგიტიმურად არჩეული მთავრობა.ამერიკის შეერთებული შტატების ტყუილმა მიიყვანა ერაყი და ავღანეთი ომამდე,შემდეგ მათ მიემატა ტუნისი,ლიბია და ეგვიპტე.
შედეგი? – ზომიერი ხელისუფლებები იცვლებოდნენ ყოველთვის “ისლამისტურით”,რომლებიც,მოსულები როგორც “დემოკრატები”,რატომღაც მაშინვე ამყარებდნენ შარიათის კანონებს – თქვენ ეს არ გაოცებთ? (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ეს ხდება ახლა სირიაში,სადაც ბელგია ეხმარება შეიარაღებაში ისლამისტ ტერორისტებს,რომლებიც იღწვიან იმისათვის,რომ ჩამოაგდონ ბაშარ ასადი – და ეს ხდება შუა ეკონომიკური კრიზისის დროს,როცა უფრო და უფრო მეტი ბელგიელი ხდება გადახდის უუნარო,ისეთი,საკუთარი საცხოვრებლის ქირის გადახდა,თავის გამოკვება და გათბობა რომ არ შეუძლია.
კი,კი,მე მესმის,როგორი აუტანელი პოპულისტი და ასე შემდეგ ვარ,მაგრამ თქვენ იცით,რომ ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეთაურმა 9 მილიონი ევრო აჩუქა სირიელ ტერორისტებს?! უნდათ,რომ ჩვენ დაგვარწმუნონ,თითქოს ეს ფული ჰუმანიტარული საჭიროებისთვისაა,მაგრამ ეს კიდევ ერთი მორიგი სიცრუეა. (ავტორი გენია.ჯი) უკვე თვეებია ვხედავთ,როგორ ეხმარება ბელგია ისლამური რეჟიმის დამყარებას სამხრეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში.ახლა დეკლარირებენ,რომ იწყებენ ომს მალიში,რათა თითქოს ამოძირკვონ ტერორიზმი – ეს უბრალოდ,ტყუილების ჩმახვაა.ჩვენ შევიჭერით მალიში საპატიო საბაბით – დავიცვათ იქ ჩვენი ფინანსური ინტერესები,მაგრამ იდეოლოგიურად ამას ვაკეთებთ ნეოკოლონისტების პოზიციიდან.ის,რომ ვეხმარებით საფრანგეთს მალიში ტერორიზმთან წინააღმდეგ ბრძოლაში,სრული ბოდვაა,რადგან ამავდროულად ვეხმარებით ტერორისტებს,ოღონდ,სირიაში ისლამისტ ექსტრემისტებს.
დროა დამთავრდეს ტყუილები და ჩვენი მოქალაქეების მოტყუება.დადგა დრო,რომ ითქვას სიმართლე – ჩვენ ვაიარაღებთ ისლამისტებს,როგორც ადრე დასავლეთი აკეთებდა,როგორც ეს იყო,მაგალითად,ბინ ლადენის შემთხვევაში,რომელიც ამერიკელებზე მუშაობდა.დასავლეთის ქვეყნები ყველა საშუალებას მიმართავენ რათა თავიანთი სამხედრო ბაზებით დაფარონ ახალი დაპყრობილი ქვეყნები; ამასთანავე,დაპყრობილი ქვეყნების ყველა ეკონომიკური შეკვეთა გადაეცემა დასავლეთის კომპანიებს – ყველაფერი სტრატეგიულადაა მოფიქრებულ-ჩაფიქრებული.ერაყში ჩვენმა ამერიკელმა მოკავშირეებმა ხელში ჩაიგდეს ნავთობი; ავღანეთში საუბარია ნარკოტიკებსა და ოპიუმზე – ყოველთვის კარგია,თუ გინდა სწრაფად გააკეთო ბევრი ფული…
ტუნისი,ლიბია,ეგვიპტე,მალე კი სირიაა დასავლეთის სამიზნე,რათა ჩამოაგდოს ზომიერი ხელისუფლება და შეცვალოს ისლამისტებით.შემდეგ,ეს ისლამისტური რეჟიმები სწრაფად ხდებიან ყველასათვის პრობლემა და “საპატიო საბაბით” სახელად “ტერორიზმთან ბრძოლა” და “ისრაელის დაცვა” დავესხმით მათ თავს.
დასავლეთის შემდეგი მიზნები როგორც ხელისგულზე,ისე დევს.მე დარწმუნებული ვარ,რომ შემდეგი კანდიდატები იქნებიან ალჟირი და ირანი.
აწარმოო ომი,რათა დაიცვა თავი აგრესორი თავდამსხმელისაგან,ყოველთვის საპატიო საქმეა,მაგრამ აწარმოო ომი რათა დაიცვა აშშ-ის,ან AREVA-ს მსგავსი გლობალური ინტერესები,ან რათა მიისაკუთრო “ოქროს წყაროები”,ამაში არაფერია საპატიო,ეს მხოლოდ იმის მაჩვენებელია,რომ ჩვენი ქვეყნები აგრესორები და სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან – არავინ არ აპირებს ამის შესახებ ღიად ისაუბროს,მაგრამ მე ამას ასე არ დავტოვებ!
თუ ვინმეს ჩემი გამოსვლა მოეჩვენება როგორც სისტემის წინააღმდეგ გამოხდომა,რომლებსაც “ადამიანის უფლებების დაცვის” ნიღბის ქვეშ სდევს ფინანსური,გეოსტრატეგიული და ნეოკოლონიური მიზნები და ეს ასეა,დიახ,მე გამოვდივარ სისტემის წინააღმდეგ! – ეს ჩემი ვალია როგორც პატიოსანი ადამიანისა და მე ამაყი ვარ,რომ ამას ვაკეთებ.ბოლომდე პატიოსანი რომ ვიყო,ბოდიშს მოვითხოვ უხამსი გამოხატვისათვის,მაგრამ წადით თქვენი,ყველასი… მემარჯვენე,მემარცხენე და ცენტრისტული ეგრეთ წოდებული კეთილისმსურველი პარტიებისა,კორუფციული ელიტის ფეხსაცმლის ლანჩის მლოკავებისა,რომლებიც სიამოვნებით დამცინიან; წადით,ყველასი… ვინც თამაშობს ბომბებით; წადით თქვენი… ვინც “დემოკრატად” ასაღებთ თავს და სინამდვილეში სისხლის სამართლის საზიზღარი დამნაშავეები ხართ!
მე ჩემს თავს ვხედავ სიმართლის გვერდით,სამართლიანობის გვერდით,ნებისმიერი საშუალებით გაძარცვული უდანაშაულო მსხვერპლების გვერდით.სწორედ ამიტომ,წინააღმდეგ გამოვდივარ იმ რეზოლუციისა,რომლის მიხედვით ბელგია ვალდებულებას იღებს დაეხმაროს საფრანგეთს ნეოკოლონიალისტურ ოპერაციას მალიში.
საფრანგეთის გამნიზნული საომარი ოპერაციის ფუნდამენტი სიცრუეა.ჩვენ გვეუბნებოდნენ,რომ თითქოს ეს მხოლოდ გამოძახილია იმ დახმარების თხოვნაზე,რომელიც მალის პრეზიდენტის მხრიდან მოდის.ჩვენ გვავიწყდება,რომ მალის ეს “პრეზიდენტი” არალეგიტიმურია,რომ ის იქ დააყენეს 2012 წლის მარტში სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ.ვინ უჭერდა მხარს ამ გადატრიალებას,ვინ დგას ამის უკან,ვისზე მუშაობს მალის ეს “პრეზიდენტი”? – ესეც თქვენი პირველი ტყუილი.საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ყველას არწმუნებს,რომ ის აპირებს ტერორისტების ალაგმვას მალიში,რომლებიც თითქოს (თქვენთვის წარმოიდგინეთ!) ემუქრებიან საფრანგეთისა და ევროპის ტერიტორიებს.ამ ტყუილის,მალიში ომის ოფიციალური მიზეზის გამოყენებით ხდება ლიდერების მიერ საკუთარი მოსახლეობის ტერორიზმით დაშინებაც.როგორ ბედავენ თავიანთი მოქმედების გამართლებას ისლამისტური საფრთხის წინააღმდეგ,როცა თვით საფრანგეთმა და ბელგიამ შეაიარაღეს ისინი და ეხმარეოდნენ ლიბიაში,ან რას აკეთებენ ახლა სირიის მიმართ – ისინი მხოლოდ მიზეზად იყენებენ ამას თავიანთი სტრატეგიული და ეკონომიკური ინტერესებისათვის ამ ქვეყნებში.ხვალ ჩვენ ვნახავთ მალელი ექსტრემისტების მიერ მოწყობილ ტერაქტების ევროპაში,არა,ეს არ იქნება,თუ რა თქმა უნდა,ჩვენ თვითონვე არ მოვუწყობთ საკუთარ თავს ასეთ პროვოკაციებს,რათა მიზეზი გვქონდეს სამხედრო შეჭრისა სადმე.ნუთუ ჩვენ ჩავიდინეთ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტი იმისათვის,რომ გაგვემართლებინა ჩვენი საომარი შეჭრები,უკანონო წამებები,დაპატიმრებები და უდანაშაულო მოსახლეობის მასობრივი მკვლელობები? – მაშინ,ამ ფონზე საფრთხობელად “მალის ტერორიზმის” შექმნა ჩვენთვის საბავშვო ბაღია,ეს ჩვენი სისხლმოწყურებული ლიდერებისათვის არც ისე ძნელია.
სხვა მიზეზი,რომელსაც სამხედრო ოპერაციების გასამართლებლად იყენებენ,ესაა ადამიანის უფლებათა დაცვა.ეს მიზეზიც გამოდგება მალიში ომის ლეგიტიმაციისათვის. (ავტორი გენია.ჯი) ჩვენ გვეუბნებიან,რომ სასწრაფოდ უნდა მივიღოთ ზომები და ვიმოქმედოთ,თორემ “ბოროტი ისლამისტები” შარიათის კანონებს დაუქვემდებარებენ მალის,ქალებს ქვებით ჩაქოლავენ,ქურდებს ხელებს მოაჭრიან – ოჰ,მოკლედ,ჩვენი მიზნები იქ თითქოს აბსოლუტურად დამაჯერებელია.მაშინ მითხარით,რატომ ვეხმარებოდით ისლამისტებს რომ მოსულიყვნენ ხელისუფლებაში ტუნისსა და ლიბიაში და შარიათის კანონებით ემართათ ეს ქვეყნები?
მალიში ომის მიზანი ნათელია.ყველა ფარისევლობს და არავინ ამბობს,მაგრამ მე ვიტყვი – მალიში ომის მიზანია ის,რომ აფრიკიდან გამოაძევონ ჩინეთი,რათა ჩვენს მოკავშირეებს,ამერიკელებს გაუმყარდეთ პოზიციები აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში – ასეთი მოტივები აქვს ნეოკოლონიალისტურ ოპერაციას.ჩვენ შემდეგ ვნახავთ,რომ საფრანგეთის იქ დატოვებს თავის სამხედრო ბაზებს,რომლებიც ახლა შეიარაღებული არიან და დაეხმარებიან ამერიკელებს რათა ერთად,როგორც ხდება ჩვეულებრივ,მიიღონ საუკეთესო შემოსავლიანი წყაროები მალიდან.ამგვარად,სხვისი სიმდიდრე და რესურსები კვლავ (ნეო) კოლონიალისტების მიერ იქნება გაძარცვული,კვლავ!
მოდით,ფაქტებს სახეში შევხედოთ – მალიში სამხედრო ოპერაციის ჩატარებით უპირველესი დაინტერესებული სახე ფრანგული ენერგოგიგანტი AVERA-ა.ის უკვე მრავალი წელია ცდილობს ურანის წყაროს დაუფლებას პატარა ქალაქ ფალეაში,რომელიც 17 000 მოსახლეს ითვლის და მხოლოდ 350 კილომეტრი აშორებს მალის დედაქალაქ ბამაკადან.იცით,მე ასეთი შეგრძნება მაქვს,რომ შორს არაა ის დრო,როცა ეს ურანის წყაროები ფრანგულ ენერგოგიგანტს ჩაუვარდება ხელში.ვისაც ეჭვი ეპარება ჩემს ამ არგუმენტებში,ვთავაზობ,ახლოს გაეცნოს მალის ბუნებრივი რესურსების რუკას.მალი ოქროს მსხვილი მწარმოებელია,ცოტა ხნის წინ კი აღმოჩნდა,რომ მალიში ურანის მოპოვებას უაღრესად ხელსაყრელი უპირატესობა აქვს და იაფია… და აი,ჩვენ უკვე ერთი ნაბიჯით ახლოს ვართ ირანთან წამოსაწყებ ომთან… (ავტორი გენია.ჯი)