ოტია იოსელიანის მოგონებებიდან…
“ვწერ და ვწერ. ვაშენებ, ვთოხნი, ვამყნი ვაზს. გაზაფხულზე, ნერგს, ჩემს ეზოში რომ ადგილი არ ექნეს, მეზობლისას დავრგავ. ბოლოს და ბოლოს, ქუჩაში დავრგავ, გზის პირზე. დავაქროლებ მანქანას.მე როგორი მწერალი ვარ,რა მოგახსენოთ და, როგორც მძღოლი - ღმერთმა მოგცეთ! მოვიგდებ ნაბადს და ვმოგზაურობ ბარსა და მთაში. სახლიდან რომ მოვდივარ, კარს ღია ვტოვებ – დასაკარგავი არაფერი გამაჩნია, არც მინდა. ვკითხულობ და თვალის კაკლებში ვუყურებ ჩემს ხალხს, რა სტკივა ან რა უხარია. მიყვარს და ვწერ… ნოველებს, მოთხრობებს, საბავშვო-სადიდოს, რომანს, პიესას, ზღაპარს… მაგრამ, მართალ, ჩემი თვალით ნანახს, ჩემს ზურგზე გადავლილს…” (ავტორი გენია.ჯი)