იან ვერმეერი – “მუსიკის გაკვეთილი”
“მუსიკის გაკვეთილი” – წარმოადგენს გენიალური ნიდერლანდელი მხატვარის – იან ვერმეერის (1632-1675 წლები) მიერ,1622-1665 წლებში ზეთის საღებავით ტილოზე დახატულ შედევრ სურათს.ტილოს სიმაღლე 74,6 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 64,1 სანტიმეტრი.მისი უმთვარესი სიუჟეტია მუსიკის გაკვეთილი,რომელსაც მასწავლებლისაგან იღებს ახალგაზრდა გოგონა.აღნიშნული ტილო დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მეფის ჯორჯ III-ეს მმართველობის პერიოდიდან (1760-1801 წლები) “დიდი ბრიტანეთის სამეფო კოლექციის” ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად იქცა.თუმცა,თავდაპირველად,მიჩნეული იყო,რომ აღნიშნული ტილო გამოჩენილი ნიდერლანდელი მხატვრის – ფრანც ვან მირისის უფროსის შემოქმედება გახლდათ.ჯოჯრ III,”მუსიკის გაკვეთილის” შეძენას არ აპირებდა,თუმცა მისი დაინტერესება და დარწმუნება შედევრის შესყიდვაში,კონსულმა – ჯოზეფ სმიტმა განაპირობა.მან მეფეს უტყუარად დაუდასტურა,სურათის უნიკალურობა.კონსულის რჩევა ჯორჯმა მოგვიანებით გაითვალისწინა.მანამდე კი,1696 წელს იგი ნიდერლანდების ქალაქ დელფტში შეძენილ იქნა,ნიდერლანდელი ტიპოგრაფის და კოლექციონერის – იაკობ დისიუსის მიერ,საკუთარი კოლექციისათვის.მოგვიანებით 1718 წელს,სურათი შეძენილ იქნა ვენეციელი მხატვრის – ჯოვანი ანტონიო პელეგრინის მიერ.თუმცა კიდევ უფრო მოგვიანებით,დიდი ბრიტანელი კონსულის ჯოზეფ სმიტის მიერ,”მუსიკის გაკვეთილი” შესყიდულ იქნა პელეგრინის სხვა კოლექციებთან ერთად.მხოლოდ 1866 წელს,ჟურნალისტისა და სამხატვრო კრიტიკოსის – თეოფილ ტორეს დიდი ძალიხმევის შედეგად გახდა ცნობილი,რომ ეს შედევრი იან ვერმეერის ფუნჯს განეკუთვნებოდა და არა ფრანც ვან მირისის უფროსის შემოქმედებაა.დღესდღეობით ტილო დაცულია დიდი ბრიტანეთის სამეფო კოლექციაში.კერძოდ,ლონდონში მდებარე სენტ-ჯეიმზის სასახლეში. (ავტორი გენია.ჯი)