შორეული აღმოსავლეთის საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალი
“შორეული აღმოსავლეთის საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალი” – წარმოადგენდა იაპონელი სამხედრო დამნაშავეების მიმართ წარმოებულ სასამართლო პროცესს.იგი მიმდინარეობდა “ამომავალი მზის” ქვეყნის დედაქალაქ ტოკიოში 1946 წლის 3 მაისიდან,1948 წლის 12 ნოემბრის ჩათვლით.აღნიშნული სასამართლოს გამართვის ერთ-ერთი უმთავრესი ინიციატორი გახლდათ მოკავშირეთა საოკუპაციო სამხედრო ძალების მთავარსარდლობა,გენერალ დუგლას მაკარტურის ხელმძღვანელობით.სწორედ მისი ბრძანების საფუძველზე იქნენ დაკავებული სამხედრო დანაშაულში ეჭვმიტანილი ყოფილი იაპონელი მაღალჩინოსნები. (ავტორი გენია.ჯი) სულ დაკავებული იქნა 29 ადამიანი.მათ შორის ძირითადად გენერალ – ჰიდეკი ტოძიოს მინისტრთა კაბინეტის წევრები.სამხედრო ტრიბუნალი წარმოდგენილი იყო 11 სახელმწიფოს წარმომადგენელთა მიერ: ამერიკის შეერთებული შტატები,საბჭოთა კავშირი,ჩინეთი,დიდი ბრიტანეთი,ავსტრალია,კანადა,საფრანგეთი,ნიდერლანდები,ახალი ზელანდია,ფილიპინები და ინდოეთი.სასამართლომ მიიღო 4 356 დამადასტურებელი დოკუმენტი და 1 194 ჩვენება მოწმეებისა,დაკავებული პირების მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებებისა.სულ გაიმართა 818 ღია,ხოლო 131 დახურული სასამართლო სხდომა.გენერალ მაკარტურის ინიციატივით სასამართლო სხოდები მიჰყავდა 9 ქვეყნის 11 მოსმართლეს.ბრალდებულებს წარდგენილ ექნათ 55 პუნქტისაგან შემდგარი დანაშაულები.მათ შორის როგორც კერძო,ასევე საერთო ბრალდებები.ისევე,როგორც “ნიურნბერგის პროცესზე”,ყოველი პუნქტი განაწილებულ იქნა სამ – A,B და C კატეგორიებად.
A კატეგორია (1-36 პუნქტები) – წარმოადგენდა მშვიდობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებს,ორგანიზებულს სამხედრო აგრესიის შედეგად,რომელიც არღვევდა ყველა საერთაშორისო ნორმას.ასეთი ბრალი წარედგინათ მხოლოდ იაპონიის უმაღლეს სახელისუფლებო წარმომადგენლებს. (ავტორი გენია.ჯი)
B კატეგორია (37-52 პუნქტები) – წარმოადგენდა მასობრივ მკვლელობებს.
C კატეგორია (52-55 პუნქტები) – გახლდათ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებები.
29 ბრალდებულიდან,2 მათგანი,კერძოდ იაპონიის ყოფილი საგარეო საქეთა მინისტრი – იოსუკე მაცუოკა და ადმირალი – ოსამი ნაგამო,სასამართლოს მიმდინარეობის პროცესში გარდაიცვალნენ ბუნებრივი სიკვდილით.იაპონური მილიტარიზმის ერთ-ერთ უმთავრეს იდეოლოგსა და პროფესიით ფილოსოფოსს – სიუმეი ოკავას,ერთ-ერთი პროცესისას ნერვული შეტევა დაემართა და ფსიქოლოგიურად შეირყა.შესაბამისად იგი განთავისუფლებულ იქნა პასუხისმგებლობიდან. (ავტორი გენია.ჯი) იაპონიის პრემიერ-მინისტრმა 1937-1941 წლებში – ფუმიმარო კონოემ,სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა,შხამის მიღების შედეგად.7 მათგანს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისათვის სიკვდილით დასჯა მიესაჯა და ყოველი მათგანი ტოკიოში მდებარე სუგამოს ციხეში,1948 წლის 23 დეკემბერს იქნენ დასჯილნი.16 მათგანს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.მატგან 3 ციხეში აღესრულა,ხოლო დანარჩენები გარკვეული ხნის (1955 წელს) შემდეგ შეწყალებულ და განთავისუფლებულ იქნენ.
‘შორეული აღმოსავლეთის საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალი,ერთ-ერთი უდიდესი ისტორიული მოვლენა და სასამართლო პროცესი გახლდათ შორეული აღმოსავლეთის ისტორიაში.ფაქტიურად,ყველა დაკავებულ იაპონელ მაღალჩინოსანს დაუმტკიცდა ბრალი.აღნიშნული პროცესი,”ნიურნბერგის პროცესის” ანალოგიური სცენარით წარიმართა და ისევე,როგორც ფაშისტთა საშინელი დანაშაულებები გახდა მსოფლიოსათვის მასობრივად ცნობილი,ასევე გამოაშკარავდა იაპონელ სამხედროთა მიერ ჩადენილი საშინელებები… (ავტორი გენია.ჯი)