ერნესტო რაფაელ გევარა დე ლა სერნას შესახებ…
საყოველთაოდ ცნობილ არგენტინელ (ლათინოამერიკელ) რევოლუციონერს - ერნესტო რაფაელ გევარა დე ლა სერნას (1928-1967 წლები),იგივე – “ჩე გევარას”,დაწყებით პირველ-ორ კლასში არ უვლია.ამ პერიოდის მანძილზე იგი მხოლოდ სახლში მეცადინეობდა.სკოლის იგნორირების უმთავრესი მიზეზი კი,მისი ყოველდღიური ასთმური შეტევები გახლდათ.პირველი ასეთი შეტევა,ორი წლის ასაკში დაემართა და მასშემდეგ,ეს დაავადება ჩე გევარას მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე თან სდევდა.ბავშვობაში,ზედასხელად – ტეტეს ეძახდნენ,რაც თარგმანით – “გოჭს” აღნიშნავს.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ “ჩე” წიგნებით და ზოგადად განათლებით საკმაოდ ადრეულ 4 წლის ასაკში დაინტერესდა.მისი განათლების მიღებაში ოჯახის წევრებმა შეიტანეს განუზომელი წვლილი.მათ საოჯახო ბიბლიოთეკაში ათასობით შესანიშნავ წიგნს ჰქონდა ბინა დადებული.ძალიან უყვარდა პოეზია და თავადაც წერდა ლექსებს.ერნესტო კუბით თერთმეტი წლის ასაკში დაინტერესდა,მაშინ როდესაც არგენტინას ესტუმრა დიდი კუბელი მოჭადრაკე.ცნობილი ფაქტია,რომ იგი ჭადრაკის დიდი მოტრფიალე იყო.მიუხედავად იმისა,რომ პროფესიით ექიმი გახლდათ,შესანიშნავად ფლობდა მათემატიკის მეცნიერებასაც. (ავტორი გენია.ჯი) “ჩე”-ს თავდაპირველი სურვილი იყო მთელი ცხოვრება მიეძღვნა ლათინოამერიკელი კეთროვანების მკურნალობისათვის.უდიდეს პატივს მიაგებდა გერმანული წარმომავლობის მქონე “ნობელიანტ” ფრანგ ექიმსა და ფილოსოფოსს – ალბერტ შვაიცერს (1875-1965 წლები),რომელმაც მეუღლესთან ერთად უდიდესი წვლილი დაიდო აფრიკის კონტინენტზე მდებარე უღარიბეს სახელმწიფო გაბონში,საავადმყოფოს გახსნაში (თავისი სახსრებით),სადაც ყოველგვარი გასამრჯელოს გარეშე,უფასოდ მკურნალობდა ადგილობრივ მოსახლეობას.შვაიცერი – ჩეს “კუმირი” გახლდათ მთელი ცხოვრების მანძილზე.1940-იან წლებში ბიბლიოთეკარად მუშაობდა.მოგზაუობდა ლათინური ამერიკის უამრავ ქვეყანაში.დაინტერესებული იყო უძველესი ლათინოამერიკული ცივილიზაციებით,რის გამოც არა ერთხელ ყოფილა ინდიელთა უძველესი ცივილიზაციის მოსანახულებლად.ექიმის დიპლომის აღების შემდეგ,მუშაობდა მივარდნილ და კაცთაგან მივიწყებულ ადგილებში,სადაც ხშირად უფასოდ უწევდა მკურნალობას ღარიბ ოჯახებს.მიუხედავად ასეთი ბიოგრაფიისა,ჩე გევარას პირადი ცხოვრება მოგვიანებით კარდინალურად იქნა შეიცვლილი.კუბის რევოლუციის ლიდერი – ფიდელ კასტრო მის შესახებ წერდა:
“ჩე გევარა ჩემთან შედარებით,ბევრად მოწინავე რევოლუციონერი იყო”.
იგი ხელქვეითებსდა თანამებრძოლებს არასდროს უყვიროდა და აბუჩადაც არავის იგდებდა.შეასბამისად ყველს უყვარდა და პატივს სცემდა.ორჯერ დაიჭრა ბრძოლაში,რის შემდეგაც მშობლებს მისწერა:
“ბრძოლაში მივიღე ხუთი ჭრილობა და დამრჩა კიდევ მისაღები ორი ჭრილობა”.
მხედველობაში მას ამ წერილით ჰქონდა მიღებული,ის რომ როგორც კატას,მასაც შვიდი სიცოცხლე ჰქონდა მინიჭებული.ჩე,ფიდელ კასტროსთან და კამილო სენფუეგოსთან ერთად,ყველაზე დიდ “კომანდატედაა” მიჩნეული დღემდე.უდიდესი კამანდანტე - ერნესტო რაფაელ გევარა დე ლა სერნა,მოკლული იქნა ბოლივიური არმიის სერჟანტის – მარიო ტერანის მიერ 1967 წლის 9 ოქტომბერს.მისი გარდაცვალების შემდეგ,ბევრი ლათინოამერიკელი მოქალაქე მას წმინდანად მოიხსენიებდა – San Ernesto de La Higuera. “ჩეს” ერთ-ერთი საყოველთაოდ ცნობილი პორტრეტი,რომელიც ორ ფერშია შესრულებული,თავისუფლების სიმბოლოდ არის ქცეული.აღნიშნული სურათის ავტორი გახლავთ ირლანდიელი მხატვარი – ჯიმ ფიცპატრიკი,რომელმაც იგი 1960 წელს დახატა.დიდი კომანდანტეს შესახებ დაიწერა უამრავი სიმღერა.მიუხედავად ათწლეულების გასვლისა,ჩეს სახელი კვლავაც არ ჰკარგავს აქტუალურობას მისი.სიკვდილამდე მცირეოდენი ხნით ადრე,ჩე გევარამ საკუთარი საფლავის ეპიტაფიის დაწერაც მოასწრო,რომელიც შემდეგი სიტყვებით სრულდებოდა:
“სადაც არ უნდა შევხვდეთ უეცარ სიკვდილს,დაე მივესალმოთ მას,იმ პირობით,რომ ჩვენი ბრძოლის ხმა მისწვდება სხვათა სმენას”. (ავტორი გენია.ჯი)