ფრანკლინ დელანო რუზველტი – “ეპიზოდი”
ერთ დღეს,კვირა დილით გამთენიისას,ამერიკის შეერთებული შტატების დიდებული პრეზიდენტის – ფრანკლინ დელანო რუზველტის (1882-1945 წლები) მეუღლე ელეონორა რუზველტი,საქველმოქმედო ვიზიტით,ამერიკის ერთ-ერთ ციხეში გაემგზავრა.როდესაც ფრანკლინმა გამოიღვიძა და თავი წესრიგში მოიყვანა,მორიგე მდივანი გამოიძახა და ჰკითხა,თუ სად იყო მისი მეუღლე წასული.პრეზიდენტის შეკითხვაზე მდივანი მხოლოდ მოკლე პასუხით შემოიფარგლა:
- ციხეში.
პასუხით გაოგნებულმა ფრანკლინმა კი,მდივანს მიუგო:
- მე ის არ მიკვირს,რომ ელეონორა თავისი უხიაგი ხასიათიდან გამომდინარე ციხეში მოხვედრილიყო,მაგრამ მთავარი მიზეზი მაინც რა არის? რა დააშავა? (ავტოირ გენია.ჯი)