რუსი მწერლების დაფარული ბიოგრაფიებიდან…

1. ცნობილი რუსი იგავთმწერალი - ივანე ანდრიას ძე კრილოვი (1769-1844 წლები),იმდენად ზარმაცი იყო,რომ პირსაც კი არ იბანდა ყოველდღიურად.მას ბევრი მუქთა შემოსავალი გააჩნდა,რის გამოც თავს დიდად არაფერზე იწუხებდა,განსაკუთრებით ფიზიკურ შრომაზე.იგი,თავისი სიზარმაცი გამოისობით,წელიწადში ერთ პატარა იგავ-არაკსაც კი ძლივს წერდა.მიუხედავად ზემოთ მოყვანილი ფაქტებისა,მის ოფიციალურ ბიოგრაფიაში ამის შესახებ ოდნავი მინიშნებაც კი არ არსებობს.

2. ცნობილი რუსი მწერალი და ახალი რუსული ლიტერატურის ფუძემდებელი - ალექსანდრე პუშკინი (1799-1837 წლები),ერთ განსაკუთრებულ სფეროში “ჰოტენტოტურ” მეთოდს მისდევდა.იგი დიდი მექალთანე გახლდათ და სხვის ცოლებზე გამარჯვება ერთობ სასიქადულო საქმედაც მიაჩნდა.მაგრამ,როდესაც მის ცოლს გაუარშიყდა მისივე ახლობელი,ფრანგი მონარქისტი – ჟორჟ შარლ დანტესი,ეს საშინელ საქციელად მიიჩნია და იგი დუელში გამოიწვია.სწორედ აღნიშნული საკითხისადმი მიძღვნილ დუელს ემსხვერპლა ალექსანდრე პუშკინი 1837 წლის (ძველი სტილით) 29 იანვარს. (ავტორი გენია.ჯი)

3. ცნობილმა რუსმა პოეტმა და პროზაიკოსმა მიხეილ ლერმონტოვმა (1814-1841 წლები) ასეთი რამ ჩაიდინა: ორ შეყვარებულს და დანიშნულ წყვილს შორის ჩაეჩხირა.ქალს შეყვარებულად მოაჩვენა თავი და თავისკენ გადმოიბირა.მან უარი ათქმევინა დანიშნულ საქმროზე.თუმცა რამდენიმე ხანში თვითონაც გაშორდა და მიატოვა იგი.აღსანიშნავია,ის გარემოებაც,რომ ორივე დანიშნული ქალ-ვაჟი ლერმონტოვის ახლობელი ადამიანები იყვნენ.ამ ფაქტით,მან ორივე ახალგაზრდის გაუბედურებაში ლომის წვლილი დაიდო.ასეთი საშინელი და არაადამიანური საქციელის ჩადენის უმთვარესი მიზეზი კი არა სიყვარული,არამედ გახლდათ ის,რომ ლერმონტოვს სურდა,საკუთარი გავლენის ძალა და შესაძლებლობები გამოეცადა. (ავტორი გენია.ჯი)