პოლ საბატიე
პოლ საბატიე - დაიბადა 1854 წლის 5 ნოემბერს საფრანგეთის კომუნაში – კარკასონში,კომერსანტის ალექსის საბატიეს ოჯახში.იგი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი ფრანგი ქიმიკოსი და “ნობელის პრემიის” ლაურეატი1912 წელს ქიმიაში.საშუალო განათლების მიღება კარკასონის ლიცეუმში დაიწყო.გარდა ამისა,ისწავლა ტულუზაში მდებარე ლიცეუმშიც,რის შემდეგაც გადადის ტულუზის წმინდა მარიას სახელობის კოლეჯში.1874-77 წლებში სწავლობდა პარიზის პოლიტექნიკურ სკოლაში.1877-78 წლებში კი პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო ნიმის ლიცეუმში,სადაც ფიზიკას შეასწავლიდა მსმენელებს.მოგვიანებით ასისტენტად იწყებს მუშაობას ასევე უდიდეს ფიზიკო-ქიმიკოსს – მარსელენა ბერტლოსთან,დე ფრანსის კოლეჯში.1880 წელს დაიცვა დისერტაცია და მოიპოვა “დოქტორის” ხარისხი.მუშაობდა ორგანული კატალიზის დარგში. (ავტორი გენია.ჯი) 1881-82 წლებში მოღვაწეობდა ბორდოს უნივერსიტეტში,ხოლო 1882 წლიდან კი მუშაობა პედაგოგიური დაიწყო ტულუზის უნივერსიტეტში.1884 წელს საბატიე ქიმიის კათედრის პროფესორი ხდება,რომელსაც იგი ხელმძღვანელობდა 1930 წლამდე.1905 წლიდან 1929 წლამდე მეცნიერების ფაკულტეტის დეკანიც გახლდა.1909 წელს განახორციელა “უჯერ კარბომჟავათა ჰიდრირება”.მან შეისწავლა: კონდენციისა და იზომერიზაციის კატალიზური რეაქციები ჟანგეულებისა და ქლორიდების თანაობისას,ნახშირწყალბადებთან ჰალოგენწყალბადების მიერთება და მოწყვეტა,მძიმე ნახშირწყალბადების კატალიზური კრეგინგი.პოლ საბატიეს ნაშრომებმა ხელი შეუწყვეს ქიმიურ მრეწველობაში ახალი მიმართულების – კატალიზური ორგანული სინთეზის განვითარებას.1927 წელს ჟან სანდერანთან ერთად ნიკლის კატალიზატორზე ეთილენისა და წყალბადის გატარებით მიიღო “ეთანი”.საბატიე 1913 წელს არჩეულ იქნა პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრად.ასევე,ეს დიდი ქიმიკოსი გახლდათ – ინგლისის სამეფო აკადემიის,ამერიკის ქიმიკოსთა საზოგადოებისა და სხვა მრავალი პრესტიჟული სამეცნიერო ორგანიზაციების წევრი.მინიჭებული ჰქონდა საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო – საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენი.პოლ საბატიე გარდაიცვალა 1941 წლის 14 აგვისტოს,საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში. (ავტორი გენია.ჯი)