მიქაელ პეტერ ანკერი
მიქაელ პეტერ ანკერი - დაიბადა 1849 წლის 9 ივნისს,დანიის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე კუნძულ ბორნჰოლმზე მდებარე სოფელ რუტსკერში.იგი გახლდათ გამოჩენილი დანიელი მხატვარი და დანიური იმპრესიონიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელი.მიქაელი,დანიელი ვაჭრობის აგენტის იან მიქაელისა და ელენ ელიზატვეტა მუნკის ვაჟიშვილი გახლდათ.1871-75 წლებში სწავლობდა სამხატვრო აკადემიაში კოპენჰაგენში.მუშაობდა პედერ სევერინ კრიოერის სამხატვრო სახელოსნოში.მისი პირველი დებიუტი სახვით ხელოვნებაში 1874 წელს შედგა.მალევე პარიზში გაემგზავრა,სადაც პიუვი დე შევანასთან განაგრძო სწავლა.1874 წელსვე ბრუნდება სამშობლოში და სკაგერში ქმნის მხატვარტა ჯგუფს. (ავტორი გენია.ჯი) 1880 წელს დაქორწინდა დამწყებ მხატვარ ქალზე – ანა ბრიონუმზე.მისი ერთ-ერთი მთავარი მოტივი მხატვრობაში ადამიანისა და სტიქიის ორთაბრძოლა გახლდათ.ანკერის ბევრი ნამუშევარი იუტლანდიელი მეთევზეების დრამატული და სახიფათო ცხოვრების ეპიზოდებით არის დატვირთული.მისი ტილოები აღწერენ რეალისტურ მოქმედებებს და ამავე დროს ქმნიდა მონუმენტალურ სურათებს.მისი ცნობილი ნამუშევრები,ძირითადად ეძღვნება მეთევზეთა თემატიკას.მაგალითად,ასეთი სურატებია – ”შემოუვლის თუ არა ის კონცხს?” (დახატული 1880 წელს),”ზაფხულის ერთი დღე ზღვაზე” (დახატული 1890 წელს) და “მეთევზეები სკაგერის სანაპიროზე” (დახატული 1894 წელს).ანკერი ასევე ბევრს მუშაობდა სოფლის მაცხოვრებლებისა და ზოგადად,სოფლის ცხოვრების ასახვაზე სურათებში.გარდა ამისა,ხშირად ხატავდა იმ ადამიანების პორტრეტებსაც,რომლებიც მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენლები იყვნენ.მისი ასეთი ცნობილი ტილოებია – “საუზმეზე”,”ნათლისღება”,”მსახიობთა საუზმე” და სხვა.მიქაელ პეტერ ანკერი გარდაიცვალა 1927 წლის 19 სექტემბერს დანიურ ქალაქ სკაგენში.აღსანიშნავია,რომ მიქაელ პეტერ ანკერისა და მისი მეუღლის – ანა ბრიონუმის პორტრეტები გამოსახული იყო დანიური ვალუტის 1 000 კრონიან ბანკნოტებზე. (ავტორი გენია.ჯი)
მიქაელს პეტერ ანკერის შემოქმედება