ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების შესახებ…

1. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებიდან,ყველაზე მეტი წარმომადგენელი ოჰაიოს შტატს ჰყავს წარმოდგენილი.ამ მეტად საპატიო პოსტზე ოჰაიოს შტატიდან 7 წარმომადგენელი იქნა არჩეული.მეორე პოზიციაზე ამ მხრივ ნიუ-იორკის შტატია 6 წარმომადგენლით; მესამე პოზიციაზე ვირჯინიის შტატი 5; მეოთხე პოზიციაზე მასაჩუსეტსის შტატია ოთხი წარმომადგენლით; ტეხასიდან,ტენესიდან და კალიფორნიიდან ამ პოსტზე სამ-სამი წარმომადგენელი იქნა პრეზიდენტად არჩეული.ბარაკ ობამას მშობლიური შტატიდან ილინოისიდან კი ორი წარმომადგენელი (თავად ობამა და აბრაამ ლინკოლნი).

2. ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-17 პრეზიდენტს – ენდრიუ ჯონსონს (1865-1869 წლები),სკოლაში არასოდეს უვლია და თუ კი რამ ცოდნა და განთლება მიიღო,ეს ყველაფერი მისი მეუღლის – ელიზა მაკარდლ-ჯონსონის დამსახურება იყო. (ავტორი გენია.ჯი)

3. ერთადერთი ამერიკის პრეზიდენტი,რომელმაც ეს პოსტი ორჯერ დაიკავა “არა ზედიზედ”,გახლდათ რიგით 22-ე პრეზიდენტი – სტივენ  გროვერ კლივლენდი.იგი ამერიკას ხელმძღვანელობდა 1885-1889 და 1893-1897 წლებში.

4. ყველაზე ხანდაზმულ ასაკში,ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-40 პრეზიდენტად არჩეულ იქნა – რონალდ რეიგანი.მისი ასაკი ინაუგურაციის დღეს 69 წელი და 11 თვე იყო.

5. ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტად კი აღიარებულია,ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 26-ე პრეზიდენტი – თეოდორ რუზველტი (1901-1909 წლები).იგი ინაუგურაციის დღეს 42 წლისა და 10 თვის გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი)

6. ყველაზე მძიმეწონოსანი ამერიკის პრეზიდენტი,გახლდათ,რიგით 27-ე პრეზიდენტი – უილიამ ჰოვარდ ტაფტი (1909-1913 წლები).მისი წონა 135 კილოგრამს შეადგენდა.

7. ყველაზე მაღალი პრეზიდენტი ამერიკისა გახლდათ,რიგით მე-17 ამერიკის ლეგენდარული მმართველი – აბრაამ ლინკოლნი (1861-1865 წლები).მისი სიმაღლე 193 სანტიმეტრი იყო.

8. ყველაზე დაბალ პრეზიდენტად ამერიკისა,მიჩნეულია,რიგით მე-4 პრეზიდენტი – ჯეიმს მედისონი (1809-1817 წლები),რომლის სიმაღლე 163 სანტიმეტრი იყო.

9. ერთადერთი ამერიკელი პრეზიდენტი,რომელმაც რამდენიმე რომანი დაწერა,გახლდათ ქვეყნის რიგით 39-ე პრეზიდენტი – ჯიმი კარტერი (1977-1981 წლები).

10. ყველაზე მრავალშვილიანი ამერიკის პრეზიდენტი გახლდათ,ქვეყნის რიგით მე-10 პრეზიდენტი – ჯონ ტაილერი (1841-1845 წლები).მას პირველი ქორწინებიდან 8 შვილი ჰყავდა,ხოლო მეორე ქორწინებიდან 7 შვილი.საერთო ჯამში ჯონ ტაილერს 15 შვილი ჰყავდა.აქვე აღსანიშნავია ისიც,რომ მეთხუთმეტე შვილი მას სამოცდაათი წლის ასაკში შეეძინა.

11. ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ვალუტის “ერთ დოლარიან” ბანკნოტზე გამოსახულია ამერიკის რიგით პირველი პრეზიდენტი – ჯორჯ ვაშინგტონი; “ორ დოლარიან” კუპიურაზე გამოსახულია ამერიკის რიგით მესამე პრეზიდენტი – თომას ჯეფერსონი; “ხუთ დოლარიან” კუპიურაზე გამოსახულია ამერიკის რიგით მეთექვსმეტე პრეზიდენტი – აბრაამ ლინკოლნი; “ოც დოლარიან” კუპიურაზე გამოსახულია ამერიკის რიგით მეოცე პრეზიდენტი – ენდრიუ ჯონსონი; “ორმოცდაათ დოლარიან” კუპიურაზე გამოსახულია ამერიკის რიგით მეთვრამეტე პრეზიდენტი – ულის გრანტი; “ხუთას დოლარიან” ბანკნოტზე გამოსახულია ამერიკის რიგით ოცდამეხუთე პრეზიდენტი – უილიამ მაკ კინლი; “ათას დოლარიან” კუპიურაზე გამოსახულია ამერიკის რიგით ოცდამეორე პრეზიდენტი – გროვერ კლივლენდი; “ხუთი ათას დოლარიან” ბანკნოტზე გამოსახულია,ამერიკის რიგით მეოთხე პრეზიდენტი – ჯეიმს მედისონი,ხოლო “ასი ათას დოლარიან” კუპიურაზე კი გამოსახულია ამერიკის რიგით ოცდამერვე პრეზიდენტი – ვუდრო უილსონი. (ავტორი გენია.ჯი)