ჯეროლამო კარდანო
ჯეროლამო კარდანო - დაიბადა 1501 წლის 24 სექტემბერს,იტალიის ქალაქ პავიაში.იგი გახლდათ გამოჩენილი იტალიელი ფილოსოფოსი,ექიმი,ასტროლოგი და მათემატიკოსი.1520 წელს ჩააბარა პავიას უნივერსიტეტში,რის შემდეგაც სწავლა განაგრძო მილანსა და ბოლონიაში,სადაც სრულყოფილად დაეუფლა მათემატიკისა და მედიცინის მეცნიერებებს.მისი რთული და ექსცენტრიული ბუნებიდან გამომდინარე,მეგობრები ფაქტიურად არ ჰყოლია,რის გამოც ცხოვრებაში ადგილის დამკვიდრება ძალიან გაუჭირდა.მიუხედავად ამისა,მისმა სამედიცინო ნიჭმა მაინც ჰპოვა გასაქანი.1552 წელს მიემგზავრება შოტლანდიაში,სადაც შესძლო განეკურნა “წმინდა ანდრიას” ტაძრის არქიეპისკოპოსი.მან პირველმა აღწერა იმ დროისათვის უცნობი დაავადება – “მუცლის ტიფი”.მედიცინის გარდა ჯერომო შესანიშნავი ასტროლოგი და მათემატიკოსიც გახლდათ.მის სახელს უკავშირებენ “ალგებრის”განვითარებასაც. (ავტორი გენია.ჯი) ჯერომო კარდანოს ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე იყო – ლოდოვიკო ფერარი,რომელმაც შემდგომში მათემატიკის მეცნიერების განვითარებაში უდიდესი წვლილი დაიდო.ჯერომო კარდანო ცნობილი იყო,როგორც ბანქოსა და ჭადრაკის საკმაოდ კარგი მოთამაშე.როგორც ცნობილია,აღნიშნული სამაგიდო თამაშები,მისი ცხოვრების განუყრელი ნაწილად იყო ქცეული.თავის ნაშრომებში აღწერა “ჰიდროდინამიკა”,სადაც დაწერა,რომ: “მარადიული მოძრაობა შეუძლებელია”.მანვე მათემატიკური და სამედიცინო ნაშრომების გარდა,შექმნა პოპულარული – “მეცნიერების ტრაქტატი”,რომელიც თავისი ბუნებით ენციკლოპედიას ჩამოჰგავდა.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ კარდანოს ოჯახს საკმაოდ ცუდი რეპუტაცია ჰქონდა იმ დროისათვის. 1560 წელს სიკვდილით დასაჯეს მისი უსაყვარლესი შვილი,რომელსაც ბრალად საკუთარი მეუღლის მოწამვლა დასდეს.ჯერომოს ქალიშვილი,მსუბუქი ყოფაქცევით გამოირჩეოდა და სიფილისით მალევე გარდაიცვალა.ამ გარემოებებმა მას დააწერინა – “სამედიცინო ტრაქტატი ავადმყოფობების შესახებ”.1570 წელს თავად კარდანოს წაუყენეს ბრალი “ერეტიკოსობაში” და რამდენიმე თვის განმავლობაში ციხეშიც ჰყავდათ გამომწყვდეული.განთავისუფლების შემდეგ გაემგზავრა რომში და სიცოცხლის ბოლომდე “მარადიულ ქალაქში” იცხოვრა.მას,როგორც დიდ სწავლულსა და მეცნიერს,რომის პაპის გრიგორ XIII-ს ინიციატივით დაენიშნა პენსია.სიცოცხლის უკანასკნელ წლებში დაკავებული იყო თავისი ავტობიოგრაფიული ცხოვრების დაწერით – “ჩემი ცხოვრება”,რომელიც საბოლოო ჯამში ვერ დაასრულა.ჯეროლამო კარდანო გარდაიცვალა 1576 წლის 21 სექტემბერს იტალიის დედაქალაქ რომში.მისი სიკვდილის შემდეგ კი დადიოდა ხმები,რომ მან თითქოს თავი მოიკლა,თუმცა აღნიშნული ფაქტი ოფიციალურად დადასტურებული არ გახლავთ. (ავტორი გენია.ჯი)