“მოიზმი”

“მოიზმი” - გახლდათ ერთ-ერთი უძველი ჩინური ფილოსოფიური სკოლა.მის დამაარსებლად მიჩნეულია დიდი ჩინელი სწავლული და ფილოსოფოსი მო-ძი,რომელიც მოღვაწეობდა ძვ.წ.აღ-ით 470-391 წლებში.აღნიშნულმა ფილოსოფიურმა სკოლამ შეიმუშავა პროგრამა,რომელსაც სახელად – “საზოგადოებრივი სრულყოფილება,ცოდნის მეშვეობით” ეწოდა.მო-ძის სიკვდილის შემდგომ,”მოიზმის” ფილოსოფიური მოძღვრება სამ სწავლებად დაიყო.ეს სწავლებებია: სიანლის,სიანფუს და დენ ლინომის სწავლებები,რომელთა მიმდევრებსაც “გვიანდელ მოისტებს” უწოდებდნენ. (ავტორი გენია.ჯი) “მოიზმის” კრიტიკით განსაკუთრებით გამოირჩეოდა ძველი ჩინელი,კონფუციანელი ფილოსოფოსი – მენ ძი (ჩვ.წ.აღ-მდე 372-289 წლები). ძვ.წ.აღ-ით V-III საუკუნეებში,”მოიზმი” დიდ კონკურენციას უწევდა “კონფუციანიზმს”,რომელიც ერთ-ერთი გაბატონებული ფილოსოფიური იდეოლოგია გახლდათ ძველი ჩინეთისა.თუკი კონფუცი გამოარჩევდა განსაკუთრებულ სიყვარულს – ოჯახის წევრებისა და სხვა ახლობლებისა და მას განასხვავებდა უცხო ადამიანთა სიყვარულისაგან,მოც-ძის ფილოსოფიური მოძღვრების მიხედვით,ნებისმიერ პერსონას,განურჩევლათ ოჯახისა და უცხო ადამიანებისა,ისინი ყველა ერთნაირად უნდა ჰყვარებოდა.მოისტები ერთგულების პრინციპისა და საერთო სიყვარულის მაგალითად,მიიჩნევდნენ დიდებულ “იუს” (ლეგენდარულ უძველეს მმართველს,რომელიც წყალდიდობას შეეწირა).”მოიზმის” ფილოსოფიურმა სკოლამ,საუკუნეების მანძილზე ტრანსფორმაცია განიცადა და იგი,ნელ-ნელა შეერწყა სხვა ჩინურ ფილოსოფიურ სკოლებს. (ავტორი გენია.ჯი)