სუშრუტა

სუშრუტა - გახლდათ ის უდიდესი ინდოელი ექიმი-ქირურგი,ფილოსოფოსი და მწერალი,რომელიც მიჩნეულია “თანამედროვე ქირურგიის” ფუძემდებელად.მისი მოღვაწეობის და ცხოვრების შესახებ,ზუსტი ცნობები არ არსებობს.თუმცა არის ვარაუდი,რომ სუშრუტა ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ძვ.წ.აღ-ით VI საუკუნეში,განგის სანაპირებზე,სადაც დღეს ქალაქი ვარანასი მდებარეობს.სწორედ სუშრუტას სახელთან ასოცირდება ინდური სამედიცინო სკოლის დაარსება.როგორც ვარაუდობენ იგი წამოსული უნდა ყოფილიყო თანამედროვე ვარანასში მდებარე ცნობილი სამედიცინო სკლიდან.გარდა ამისა,სუშრუტა მიჩნეული გახლდათ,თავად სამედიცინო ხელოვნებისა და მეცნიერების ღმერთის – დჰანვანტარის მოსწავლედ. (ავტორი გენია.ჯი) ის წარმოადგენს ავტორს უძველესი ინდური სამედიცინო ტრაქტატის,სახელად – “სუშრუტა სამჰიტასი”,სადაც ავტორს აღწერილი აქვს ასოცი ქირურგიული ინსტრუმენტი,სამასი ქირურგიული პროცედურა,რვა ტიპი ქირურგიული ოპერაციისა,ექვსას ორმოცდაათი სამკურნალო წამლის სახეობა და ზოგადად მთელი ინდური სამედიცინო სისტემა.როგორც ცნობილია,აღნისნული ტრაქტატი მან თავისივე მოსწავლეების დაჟინებული თხოვნის შემდეგ დაწერა.იგი წერდა მარტივი და ყველასათვის გასაგები ენით. სუშრუტას სახელი,არა მარტო ინდოეთში,არამედ სხვა აზიურ ქვეყნებშიც მეტად ცნობილი და პოპულარული იყო.მოგვიანებით კი მისი სახელი,როგორც დიდი მედიკოსისა ფართოდ იქნა გავრცელებული არაბეთის,ინდოჩინეთისა და დასვლეთის ქვეყნებში.განსაკუთრებული პოპულარობით კი მაინც ინდოეთსა და კამბოჯაში სარგებლობდა. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა,სუშრუტა ასევე მიჩნეულია “პლასტიკური ქირურგიის” პიონერად.მას შექმნილი ჰქონდა საკმაოდ ორგანიზებული სამკურნალო დაწესებულება,სადაც განლაგებული იყო საოპერაციო ოთახი,ავადმყოფებისათვის გამოყოფილი ცალკე ოთახებით და წამლების დასამზადებელი ლაბორატორიითაც კი (იგი ერთგვარი თანამედროვე საავადმყოფოს “უძველესი სისტემა” გახლდათ).ამ საქმეში კი დახმარებას უამრავი თავისი მოსწავლე უწევდა.ასეთი ოპერატიულად მაღალი ხარისხი მკურნალობისა და სრულყოფილი მეთოდი სამედიცინო ხელოვნებისა,როგორიც  უძველეს ინდოელებს ჰქონდათ,არც ერთ უძველეს ცივილიზაციებსა და ერებს არ გააჩნდათ.გარდა მედიცინისა,სუშრუტას დიდად იტაცებდა ფილოსოფია.მის უმთვრეს ფილოსოფიურ კითხვას წარმოადგენდა რას წარმოადგენდა ადამიანი,სად იყო მისი ინდივიდუალიზმი,რისთვის იბადებოდა და შემდეგ რისთვის კვდებოდა.მისი ფილოსოფიური მხედველობით,ადამიანის ცხოვრება დაკავშირებული გახლდათ უჩინარ ფაქტებზე და იგი მკაცრად ექვემდებარებოდა სამყაროს კანონებს.სუშრუტამ დაამყარა დისციპლინა ახალგაზრდა ექიმებში და შექმნა ერთგვარი სამედიცინო ეთიკის ნორმები.ზემოთ მოყვანილ მიზეზთა გამო,ინდოელი ექიმი,ფილოსოფოსი და მწერალი – სუშრუტა,მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ერუდირებულ მედიკოსადაა მიჩნეული დღემდე. (ავტორი გენია.ჯი)

სუშრუტას ქანდაკება