სოკრატეს ფილოსოფიიდან…
“ნეტარო კაცო,რას ემყარება საყოველთაოდ აღიარებული განსხვავება მშვენიერსა და მახინჯს,კეთილსა და უკეთურს შორის,თუ არა ამას: როცა საკუთარი ბუნების მხეცურ საწყისს ადამიანურ,ან,უფრო სწორად,ღვთაებრივ საწყისს ვუქვემდებარებთ,ეს მშვენიერია,მაგრამ როცა თვინიერ საწყისს ველური საწყისი თრგუნავს,ეს სამარცხვინოა და მახინჯი.ვის რას არგებს უსამართლო გზით მოხვეჭილი ოქროს ფლობა,თუკი შეუძლებელია,რომ,ამასთან ერთად,თავისი არსების უკეთესი ნაწილი ყველაზე უარესს არ დაუმონოს? თუ კაცი საკუთარ ქალ-ვაჟს ოქროს ფასად ჰყიდის და მონებად უგდებს ხელში ველურსა და უკეთურ ხალხს,მაინც ვერაფერს მოიგებს,ყელამდეც რომ ჩასვან ოქროში.ვინც თავისი არსების ყველაზე ღვთაებრივ საწყისს თავის ადგილზე უღვთო და უკეთურ საწყისს უმოჩილებს,განა შეიძლება უბედური არ იყოს და ამ გამცემლობის საზღაური უფრო უარეს აღსასრულს არ უმზადებდეს,ვიდრე ერიფილეს,მეუღლის სიცოცხლის ფასად რომ მოიპოვა გულქანდა?” (ავტორი გენია.ჯი)